A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოგ კოდ კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოშ კოჰ

კონტექსტი

  1. ლათ. contextus – შეერთება, მჭიდრო კავშირი
    წერილობითი ტექსტის შინაარსობრივად დასრულებული ნაწყვეტი, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს მასში შემავალი ცალკეული სიტყვის ან ფრაზის მნიშვნელობა.
    იხ. აგრეთვე: ტექსტი
    წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
  2. ზოგადად:

    1. კონკრეტული სიტუაციისთვის დამახასიათებელი მოვლენები და პროცესები, რომლებიც გავლენას ახდენს ინდივიდის ქცევაზე;
    2. სპეციფიკური გარემოებები, რომელშიც ან რომლის დროსაც ხდება მოქმედება ან მოვლენა;
    3. ლინგვისტიკაში: ტექსტის ფრაგმენტი შესაბამისი ერთეულებით (სიტყვა, ფრაზა, წინადადება), რომელიც აუციელებელი და საკმარისია ტექსტის ზოგადი აზრის გასაგებად;
    4. კულტურის მეცნიერებებში: კ–ად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მთლიანად კულტურა ან კულტურის რომელიმე ასპექტი. არჩევენ ვერბალურ და არავერბალურ კ–ს, კომუნიკაციის პროცესში ფონური ან კოგნიტური ინფორმაციის პრიორიტეტის მიხედვით არჩევენ ძლიერად კ–ურ (ან მაღალკონტექსტურ) და სუსტად კ–ურ (ან დაბალკონტექსტურ) კულტურებს. სუსტი კ–ურობა არის მოვლენა, რომელიც ინფორმაციის გაცვლისას ორიენტირებულია კოგნიტურ სტილზე. ასეთ კ–ში წამყვანია მეტყველების სისწრაფე, ცნებათა სიზუსტე და მოლაპარაკის ლოგიკურობა – აქ არ ენდობიან იმას, რაც ვერბალურად მკაფიოდ ფორმალირებული არაა. ამ ტიპის კ. დასავლურ კულტურებს ახასიათებს. ძლიერად კ–ურ კულტურებში არსებითი ისაა, ვისთან და რა ვითარებაში ხდება კომუნიკაცია და არა იმდენად ის, რას ამბობენ. ძლიერ კონტექსტურად მიიჩნევენ აღმოსავლურ კულტურებს, სადაც დამახასიათებელია მეტყველების ნაკლები კონკრეტულობა და არაკატეგორიული ფორმები.

    წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  3. ინგლ. context
    ფრანგ. Contexte
    ლათ. contextus მჭიდრო კავშირი, ხლართი, თავმოყრა
    ტექსტის აზრობრივად დამთავრებული ნაწილი.
    წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9