A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ია იგ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იქ იშ
ინა ინდ ინვ ინი ინკ ინო ინჟ ინს ინტ ინფ ინც

ინდექსი

ლათ. index
1. რისამე ჩამოთვლა, სია
2. მათემ. რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ასოს ეწერება ჩვეულებრივ ქვევით. მაგ., x1, x2, a3, an და მისთ.
3. ეკონ. ციფრობრივი მაჩვენებელი, რომელიც პროცენტებით გამოხატავს რაიმე ეკონომიკური მოვლენის თანმიმდევრულ ცვალებადობას. მაგ., ფასების ინდექსი. ხელფასის ინდექსი
4. საბიბლიოთეკო კლასიფიკაციაში: პირობითი (ასოითი ან ციფრობრივი) აღნიშვნა, რომელიც მიკუთვნებული აქვს წიგნების ამა თუ იმ განყოფილებას
 
საფოსტო ინდექსი - ციფრობრივი (ან ასოით-ციფრობრივი) პირობითი ნიშანი, რომელიც მიკუთვნებული აქვს ამა თუ იმ ტერიტორიულ ერთეულს (რესპუბლიკას, ქალაქს, რაიონს...).
იხ. აგრეთვე: ავთრათი
წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9