A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოგ კოდ კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოშ კოჰ

კოპალა

რუს.
იგივე წმ. გიორგი, ამ ზედწოდებით, რომელიც მის საკუთარ სახელად იქცა, იგი ფშავის (უძილაურთის) და ხევსურეთის (ლიქოკის) საყმოთა პატრონი და სალოცავია. კოპალა იყო ხორციელი, ხორციელის შვილი. ერთხელ, როცა შინ არავინ ჰყავდა, პატარა კოპალა დაიჭირეს დევებმა და თავისთან წაიყვანეს. აწვალებდნენ, ამუშავებდნენ, ისეთ საქმეს აკეთებინებდნენ, რაც არ შეეძლო. საჭმელსაც ისეთს აძლევდნენ, ადამიანისგან რომ არ იჭმეოდა. გაპარვას ვერ ახერხებდა, რადგან პატარა იყო და გზა არ იცოდა. ცოტა რომ მოიზარდა, გაიპარა და ბერებთან მივიდა. იფიქრა, ბერებთან ვილოცებ, დამბადებელს ძალას ვთხოვ და დევებს ამოვწყვეტო. ბერებმა კარგად მიიღეს. კოპალამაც ილოცა და დამბადებელმა შეუსრულა თხოვნა და იმდენი ძალა მისცა, რომ დევებს მორეოდა.
წყარო: ბიბლიოვიკი კოპალა
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9