A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არისტოტელე (ძვ. წ. 384-322)

ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი. პლატონის მოწაფე. დაიბადა ქ. სტაგირაში. 339-336 არისტოტელე ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი იყო. 335 ათენში დააარსა ლიცეუმი (ლიკეიონი). ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ გაეცალა ანტიმაკედონურ მოძრაობას, გადასახლდა ევბეაზე ქ. ქალკიდაში, სადაც მალე გარდაიცვალა.

არისტოტელეს ნაშრომები ძირითადად ეხება მეტაფიზიკის ანუ პირველი ფილოსოფიის საგანს, ფაიქოლოგიას და შემეცნების თეორიას, ეთიკას, ხელოვნების თეორიას, ლოგიკურ თხზულებებს, ფიზიკას და მოძღვრებას სახელმწიფოს შესახებ ანუ პოლიტიკას. მოძღვრება სახელმწიფოს შესახებ ანუ პოლიტიკა იკვლევს სახელმწიფო სტრუქტურას, წყობილების ტიპებს და საუკეთესო წყობილებისთვის აუცილებელ პირობებს.

ადამიანი არისტოტელესათვის საზოგადოებრივი ცხოველია. ამის პირველი შედეგია ოჯახის შექმნა. ოჯახები ერთიანდებიან სოფლად. სოფლები - ქალაქ-სახელმწიფოდ. მოქალაქეები იყოფიან სიმდიდრის მიხედვით: მდიდრები, ღატაკნი და საშუალონი. ეს მონებს არ ეხება. მათ არისტოტელე არც მოქალაქეებად თვლის და არც ადამიანებად. მონა მოლაპარაკე იარაღია და მისი მდგომარეობა შეესაბამება მის შინაგან ბუნებას. არისტოტელე ხედავს კლასობრივ ბრძოლას, მაგრამ მხოლოდ მონათმფლობელთა შორის. საუკეთესო იქნება ის წყობილება, რომელშიც საუკეთესო სათნოების არსებობისათვის. მონარქია არის სახელმწიფოში ერთის ბატონობა, არისტოკრატია - უმცირესობის, პოლიტეა, ე. ი. ზომიერი დემოკრატია კი - მოქალაქეთა უმრავლესობისა. სამივენი მეტ-ნაკლებად სახელმწიფოს საერთო ინტერესს ემსახურებიან, მაგრამ როცა სახელმწიფოს მმართველებს პირადი ინტერესი ამოძრავებთ, ვიღებთ მმართველობის აღნიშნულ ტიპთა გადაგვარებას: ტირანიას, ოლიგარქიასა და ოლქოკრატიას (ღატაკთა ბატონობას). იდეალური მონარქი რომ მოიძებნებოდეს, საუკეთესო წყობილება მონარქია იქნებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია და ამიტომ საუკეთესოდ უნდა ჩაითვალოს პოლიტეა, რომელიც ემყარება საშუალო კლასის საშუალო სიმდიდრის მფლობელთა ბატონობას.

ყოველი მოქალაქე სახელმწიფოს ნაწილია და მისი აღზრდა სახელმწიფოს საერთო მიზანს უნდა ექვემდებარებოდეს. ადამიანის ბუნების სამ განუყოფელ უნარს - მსენარეულს, ცხოველურს ანუ ბუნებითს და გონითს - შეესაბამება აღზრდის სამი სახე: ფიზიკური, ეთიკური და გონებრივი. ბავშვები შვიდ წლამდე იზრდებიან სახლში, შვიდიდან თოთხმეტამდე - სკოლაში. სწავლაში თამაშის როლი გამორიცხულია. აღზრდის პროგრამაში შედის მუსიკა, რადგან მას შეუძლია ზნეობრივი განწყონილების გამოწვევა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პიროვნების ჰარმონიულ განვითარებას, აღზრდაში ძირითადია თავისუფალი დროისათვის ადამიანის მომზადება. ეს არაა არც გართობის, არც დასვენების დრო, რაც პრაქტიკულად მიზნებისათვის დახარჯული ენერგიის აღდგენას გულისხმობს. ესაა დრო როცა ხდება შემეცნება შემეცნებისათვის, ფილოსოფოსობა. ესაა ადამიანის ღვთაებრივი ცხოვრება.

წყარო: Маркс Кю и Енгельс Фю 1956; ლენინი ვ.ი. ფილოსოფიური რვეულები, თხზ; გამომც. მე-4, ტ. 38; ამონიოს ერმია, მოსახსენებელი ათთა ხმათდამი არისტოტელისთა, ი. პეტრიწის თარგმანი (XII ს. ხელნაწ.); იოანე პეტრიწი, განმარტებაÉ პროკლესთ£ის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათ£ის, შრომები, ტ. 2, შ. ნუცუბიძის და ს. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ. 1937; გოგიბერიძე მ. ფილოსოფიის თეორია, ტ. 1,. თბ. 1941; ყაუხჩიშვილი თ. არისტოტელე ფასისის შესახებ, ,,ქართული წყაროთმცოდნეობა“, 1968, ტ. 2; წერეთელი ს. ანტიკური ფილოსოფია, თბ., 1968. (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. . გვ)
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9