A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰობ ჰოლ ჰომ ჰონ ჰოპ ჰოს

ჰობსი თომას (1588-1679)

მალმსბერიში დაიბადა და ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო განათლება. ჰობსი ინგლისში ცხოვრობდა, მაგრამ ხშირად მოგზაურობდა ევროპაში. იცნობდა თავისი დროის გამოჩენილ მოაზროვნეებს, ურთიერთობა ჰქოდა გალილეისთანაც. პარიზში ყოფნისას გაიცნო დეკარტის დიდი მეგობარი მამა მერსენი და მისი მეშვეობით ჩაება ფრანგ ფილოსოფოსთან კამათში. პარიზში გატარებულ უკანასნელი პერიოდში (1640-1651 წწ.) ჰობსმა ჩაიფიქრა სამი ნაწილისაგან შემდგარი ფილოსოფიური ტრაქტატი, რომლის ნაწილებიც შესაბამისად სხეულის, ადამიანისა და სახელმწიფოს პრობლემებს ეხებოდა. ამ შრომის მეორე და მესამე ნაწილი ხელნაწერის სახით გავრცელდა, 1642 წელს კი ჰობსმა გამოაქვეყნა მესამე, პოლიტიკური ნაწილი სახელწოდებით elementorum philosophiae sectio tertia de cive; შემდგომში ჰობსი დაუბრუნდა ამ შრომას და 1651 წელს გამოაქვეყნა თავისი ძირითადი ნაწარმოები, „ლევიათანი“, რომელშიც საეკლესიო და სამოქალაქო სახელმწიფოს მატერიას, ფორმასა და ძალაუფლებას იკვლევს. მოგვიანებით ფილოსოფოსმა elementa philosophae-ს დარჩენილი ორი ნაწილიც გამოაქვეყნა: de corpore (1655 წ.) და de homine (1658 წ.).elementa philosophae-ს სამი ნაწილი (სხეული, ადამიანი, სახელმწიფო) თვალსაჩინოდ ასახავს ინგლისელი ფილოსოფოსის მიერ არჩეულ გზას: საწყის წერტილად ჰობსი სხეულებრივ რეალობას იღებს, შემდეგ მასში ადამიანს ათავსებს, ამ კონცეფციის მეშვეობით კი სახელმწიფოს დოქტრინას აყალიბებს. ჰობსი, მართლაც, ძალიან იყო გატაცებული სახელმწიფოს პრობლემით. სხვა დანარჩენ პრობლემებს ის ამ პოლიტიკური კონცეფციის წინაპირობათა შესაქმნელად იყენებს. ჰობსისთვის მთელი რეალობა მატერიაა, სხეული, ანუ რეალობა, რომელსაც განფენილობა ახასიათებს. ეს ან ბუნებრივი სხეულია, რომელსაც ბუნების ფილოსოფია შეისწავლის, ან ხელოვნური სხეული, ანუ სახელმწიფო, პოლიტიკური ფილოსოფიის შესწავლის საგანი. სხეულს მიღმა მხოლოდ მოძრაობა არსებობს, რომელიც არსებითად სხეულებრიობასთან არის დაკავშირებული. ჰობსის მეტაფიზიკა, ანუ მთელი რეალობის მისეული კონცეფცია მკაცრი მექანიცისტური მატერიალიზმია. სული მისთვის უფაქიზესი სხეულია, რომელსაც ჩვენი გრძნობის ორგანოები ვერ შეიგრძნობს; სუბსტანცია იგივე განფენილი რეალობაა, რის გამოც სუბსტანცია, რომელიც არ არის განფენილი, წინააღმდეგობაა.
იხ. აგრეთვე: პერსონალია
წყარო: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9