A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

რა რე რი რო რუ რწ
რით რიკ რიმ რის რიტ

რიკარდო დავიდ (1772–1823)

კლასიკური ეკონომიის გამოჩენილი წარმომადგენელი. წარმოშობით ჰოლანდიელი ებრაელი იყო. იგი დაიბადა 1772 წ. დავიდის ბავშვობის დროს მისი მამა გადასახლდა ინგლისში და საბირჟო ოპერაციების შედეგად დიდი ქონება შეიძინა. ასეთივე პრაქტიკული საქმიანობისათვის უნდოდა მამას მოემზადებია თავისი შვილი. რიკარდო მხოლოდ ორი წლის განმავლობაში სწავლობდა სავაჭრო სკოლაში. ამით დასრულდა მისი განათლება სკოლის ფარგლებში საზოგადოდ. რიკარდო მეცნიერებას ეწაფება 25 წლის შესრულების შემდეგ. მაგრამ მეცნიერების შესწავლა მას პოლიტიკური ეკონომიით არ დაუწყია. რიკარდო გატაცებული იყო პირველ ხანებში საბუნებისმეტყველო დისციპლინებით. იგი ხარბად დაეწაფა ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის, გეოლოგიის და მინერალოგიის შესწავლას. 1807 წ. რიკარდო გამოდის გეოლოგიური საზოგადოების ერთ-ერთ დამაარსებლად. პოლიტიკური ეკონომიის შესწავლას რიკარდომ მოჰკიდა ხელი შედარებით მოგვანებით. იგი ეცნობა სმიტისა და სხვა ეკონომისტების ნაშრომებს და თავისი კვლევითი მუშაობის საგნად სწორედ პოლიტიკურ ეკონომიას იხდის. 1809 წელს იბეჭდება რიკარდოს პირველი ეკონომიური ნაშრომი სათაურით „ოქროს ფასი“. იმ პოლემიკის გამო, რომელიც გაიმართა ამ ნაშრომის გარშემო, რიკარდომ მოათავსა წერილი ერთ-ერთ ინგლისურ ჟურნალში. პირველი და მეორე წერილი რიკარდოს მიერ გადამუშავებულ იქნა და გამოქვეყნებული 1810 წ. სათაურით: „ზოდების მაღალი ფასი, როგორც საბუთი ბანკნოტების ფასების დაცემისათვის“ 1811 წ. რიკარდო აქვეყნებს ნაშრომს: „პასუხი ბოზანკეტის პრაქტიკულ შენიშვნებზე“. 1815 წ. იბეჭდება მისი ახალი ნაშრომი: „პურის დაბალი ფასის ზეგავლენის შესახებ კაპიტალის მოგებაზე“ და 1816 წ. კი: „პროექტი ეკონომიური და მტკიცე ფულის მიმოქცევისა“. ყველა ეს ნაშრომები დაწერილი იყო ცალკე პრაქტიკული საკითხების შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა მათ ჰქონდა არა მარტო პრაქტიკული, არამედ დიდი თეორიული მნიშვნელობაც. ძირითადი ეკონომიური ნაშრომი რიკარდოსი დაიბეჭდა 1817 წ. სახელწოდებით: „პოლიტკური ეკონომიის და დაბეგვრის საფუძვლები“. როგორც ეკონომისტი, რიკარდო ცნობილი იყო ამ თავისი მთავარი ნაწარმოების გამოქვეყნებამდისაც. მაგრამ აღნიშნული ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ იგი გახდა პოლიტიკური ეკონომიის ცნობილი გენიალური წარმომადგენელი. გარდა სამეცნიერო მუშაობისა რიკარდო აწარმოებდა აგრეთვე პოლიტიკურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1819 წ. იგი არჩეულ იქნა ინგლისის პარლამენტში, სადაც არაერთხელ გამოსულა სიტყვით სხვადასხვა ეკონომიურ და პოლიტიკურ საკითხებზე. რიკარდო ოპოზიციურად იყო განწყობილი და აყენებდა პარლამენტში რადიკალურ მოთხოვნილებებს განსახორციელებლად. სიკვდილმა შესწყვიტა რიკარდოს ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. იგი გარდაიცვალა 1823 წელს.
იხ. აგრეთვე: პერსონალია
წყარო: რიკარდო დავიდ. პოლიტიკური ეკონომიის და დაბეგვრის საფუძვლები / თარგმნილი ინგლისურიდან ფ. გოგიჩაიშვილის მიერ; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეკონომიურ მეცნიერებათა კაბინეტი - თბ.: სახუნტის გამომცემლობა და სტ., 1937 - VIII,384გვ.: პორტრ.; 22სმ - - თავფურცელი და ტექსტი რუსულ-ინგლისურ ენებზე - ბიბლიოგრაფია: ლიტერატურა მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსები რიკარდოს შესახებ (გვ. 371-385). - : 9მ. ყდა 1მ., 4.000ც. [MFN: 48661]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9