A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ვა ვე ვი ვო ვუ
ვიბ ვიზ ვიკ ვილ ვიო ვირ ვიშ ვიწ

ვილჰელმ გეორგ ფრიდრიხ ჰეგელი (1770-1831)

გერმანელი ფილოსოფიის წარმომადგენელი. შტუტგარტის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ტიუნბინგენის უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე (1788 -93). 1793 -1801 წწ. ჰეგელი კერძო მასწავლებლად მუშაობდა ბერლინში, შემდეგ მაინის ფრანკფურტში. ამ პერიოდში საფუძვლიანად სწავლობდა ფილოსოფიისა და თეოლოგიის პრობლემებს. ამავე წლებში დაინტერესდა პოლიტიკისა და პოლიტეკონომიკის საკითხებით. 1801 წ. ჰეგელი აქვეყნებს შრომას ,,განსხვავება ფიხტესა და შელინგის სისტემებს შორის“, სადაც იცავს ფ. შელინგის თვალსაზრისს. 1801 წ. ჰეგელი აქვეყნებს შრომას ,,განსხვავება ფიხტესა და შელინგის სისტემებს შორის“, სადაც იცავს ფ. შელინგის თვალსაზრისს. 1801 წ. მოღვაწეობას იწყებს იენის უნივერსიტეტში. 1802 – 03 წწ. ფ. შელინგთან ერთად დაარსებულ ,,ფილოსოფიის კრიტიკულ ჟურნალში“ აქვეყნებს სტატიებს რომელშიც ჩანს, რომ იგი აღარ იზიარებს შელინგის თვალსაზრისს, ხოლო 1807 წ. გამოცემულ ,,გონის ფენომენოლოგიაში“ კი უკვე აშკარად უპირისპირდება მას.

1807– 08 ჰეგელი ,,ბამბერგის გაზეთის“ რედაქტორი იყო, 1808 – 16 ნიურნბერგის გიმნაზიას ედგა სათავეში. 1812 წელს გამოაქვეყნა თავისი ,,ლოგიკის მეცნიერების“ I ტომი, 1816 – II ტომი. ამავე წელს გამოდის მისი ,,ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია”. 1818 წელს მიიწვიეს ბერლინის უნივერსიტეტში. 1820 წ. გამოქვეყნდა ჰეგელის ,,სამართლის ფილოსოფია“. 1829 – 30 წწ. ჰეგელი გახდა ბერლინის უნივერსიტეტის რექტორი.

ჰეგელის თანახმად ლოგიკა ფილოსოფიური სისტემის პირევლი ნაწილია. ლოგიკა შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც გეგმა, პროექტი, რომელიც ხორციელდება ბუნებისა და გონის სფეროში.

ჰეგელის ფილოსოფიით დასრულდა გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ის ღრმა ძიებები, რომელიც დაიწყო ი. კანტმა და გააგრძელეს ი. ფიხტემ და ფ. შელინგმა.

იხ. აგრეთვე: პერსონალია
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.11, გვ. 611-612.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9