A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

პა პე პი პლ პო პრ პს პუ პწ
პოე პოზ პოლ პოპ პორ პოს პოტ

პოსტმოდერნიზმი

ინგლ.
ცნება სოციალურ მეცნიერებებში შემოვიდა არქიტექტურიდან, იგი შემოიტანა ამერიკელმა არქიტექტურის თეორეტიკოსმა ჯენქსმა 1976 წელს; მიმდინარეობა სოციოლოგიაში, ასევე სხვა მეცნიერებებში. პ-ის თანახმად, თანამედროვე საზოგადოებაში გარკვეულობის ყველა ელემენტი დარღვეულია და საეჭვოდაა მიჩნეული, მასში ადამიანების ცხოვრების პირობები გლობალური და ფრაგმენტული საზოგადოების ხასიათს იღებს და არ არსებობს შეფასების აბსოლუტური წესები და კრიტერიუმები. პ-ის სამი წამყვანი თემაა:
1 „მეტანარატივების“ კრიტიკა და უნივერსალური ცოდნის პრობლემურობა;
2. ობიექტური ჭეშმარიტების არარსებობა და ორი განსხვავებული სიბრტყის - რეალობის და აზროვნების თანხვედრის პრობლემურობა;
3. ცნებებისა და საგნების იდენტურობის ფიქსაციის პრობლემა.
იხ. აგრეთვე: მოდერნიზმი
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9