A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ჯა ჯე ჯი
ჯენ ჯეფ

ჯეფერსონი თომას (1743-1826)

ინგლ. Thomas Jefferson
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-3 პრეზიდენტი 1801-1809 წლებში და რიგით მეორე ვიცე-პრეზიდენტი 1797-1801 წლებში.

ამერიკის მე-3 პრეზიდენტი, „აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის“ ავტორი, ამერიკელი მეცნიერი, იურისტი, პოლიტიკოსი და რევოლუციონერი ტომას ჯეფერსონი დაიბადა ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში. ჯეფერსონმა უმაღლესი განათლება უილიამისა და მერის კოლეჯში მიიღო, რომელიც ვირჯინიის ქალაქ უილიამსბურგში მდებარეობს. ჯეფერსონს წიგნებისა და განათლების სიყვარული ახალგაზრდობიდანვე ჰქონდა: მას ეკუთვნის გამონათქვამი „მე არ შემიძლია წიგნების გარეშე ცხოვრება“ (ინგლ. I can’t live without books). ჯეფერსონი მუშაობდა ვირჯინიის საკანონმდებლო ორგანოში როგორც იურისტი და 1774 წელს დაწერა „ბრიტანული ამერიკის უფლებების განხილვა“ (ინგლ. A Summary View of the Rights of British America), სადაც მან აღწერა ამერიკელების კულტურული შთამომავლობა ბრიტანელებისგან და აღნიშნა ამერიკელების ეროვნული დამოკიდებულება ინგლისის საწინააღმდეგოდ. ამ წიგნმა დიდი პოპულარობა ჰპოვა ვირჯინიის შტატსა და მთელ რევოლუციურ ამერიკაში. საინტერესო ფაქტი ვირჯინიის შტატის შესახებ ისაა რომ თავდაპირველი ამერიკელი პოლიტიკოსებისა და პრეზიდენტების უმრავლესობა ამ შტატიდან იყვნენ. ამერიკის კონტინენტურმა კონგრესმა დაავალა 33 წლის ტომასს რომ დაეწერა დოკუმენტი, რომელმაც შოკში ჩააგდო იმ დროინდელი ევროპელი მონარქებისა და პოლიტიკოსების უმრავლესობა. ეს იყო „ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“. დეკლარაციაში რამდენიმე მცირე ცვლილება შეიტანა ბენჯამინ ფრანკლინმა და დეკლარაციის ავტორობა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ტომას ჯეფერსონი შევიდა ამერიკის ისტორიაში, როგორც ამერიკის ეროვნული გმირი.

იხ. აგრეთვე: პერსონალია
წყარო: ვიკიპედია ტომას ჯეფერსონი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9