A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ვა ვე ვი ვო ვუ
ვიბ ვიზ ვიკ ვილ ვიო ვირ ვიშ ვიწ

ვიშის რეჟიმი

ფრანგ. Régime de Vichy
ვიშის საფრანგეთი ან ვიშის მთავრობა— 1940 წლის აგვისტოდან 1944 წლამდე არსებული საფრანგეთის მთავრობა. ვიშის რეჟიმის წინ არსებობდა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა, ხოლო მის შემდგომ იყო დროებითი მთავრობა. ვიშის რეჟიმის შექმნას წინ უძღოდა, მეორე მსოფლიო ომში საფრანგეთის მარცხი ნაცისტურ გერმანიასთან. ახლად შექმნილ სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა მარშალი ანრი ფილიპ პეტენი.

ვიშის რეჟიმი ვერ აკონტროლებდა საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ვინაიდან ეს ტერიტორია გერმანულ ვერმახტს ჰქონდა დაკავებული. რეჟიმის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი ვიში. პეტენი და ვიშის რეჟიმის წარმომადგენლები, თანამშრომლობდნენ გერმანელებთან. აქაც ისევე ხორციელდებოდა ებრაელების დევნა როგორც გერმანულების მიერ დაპყრობილ სხვა ტერიტოირებზე.

რამდენიმე წილის შემდეგ, შარლ დე გოლმა ვიშის რეჟიმის არალეგიტიმურობის საკითხი დააყენა. მოკავშირეების მიერ საფრანგეთში შეჭრის და ოპერაცია ოვერლორდის წარმატებით გახორციელების შემდეგ, შარ დე გოლი გახდა საფრანგეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი. 1944 წელს გათავისუფლდა პარიზი. მოკავშირეების მიერ შარ დე გოლის მთავრობა ლეგიტიმურად იქნა აღიარებული.

პეტენის მთავრობა გადავიდა გერმანიაში და 1945 წლის აპრილამდე დევნილი მთავრობის სტატუს ატარებდა. მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების გამარჯვების შემდეგ, ვიშის რეჟიმის წარმომადგენლების უმრავლესობას დახვრეტა მიესაჯა, ანალოგიური ბედი ელოდა პეტენსაც. მას წაუყენეს სამშობლოს ღალატის ბრალდება, თუმცა მოგვიანებით დახვრეტა სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

წყარო: ვიკიპედია ვიშის რეჟიმი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9