A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

პა პე პი პლ პო პრ პს პუ პწ
პია პიე პით პიმ პიო პიჟ პირ პიტ

პიტიახში

სპარს. patixšah
სომხ. bdexš - მმართველი
უმაღლესი რანგის მოხელე ძველ ირანში, საიდანაც ეს სამოხელეო ტერმინი შესულა ძველ ქართლში და ასევე, სომხეთში. მისი ზუსტი ეტიმოლოგია დაუდგენელია. სასანური პერიოდის სამეფო სიებში იგი დამოწმებულია არაუადრეს III ს-ის მეორე ნახევრისა (შაბურ I-ის ტრილინგვა, 262 წ-ის ნარსეს პაიკულის წარწერა), სადაც პიტიახში იერარქიულად სამეფო გვარეულობის წევრების ჩამონათვალს მოსდევს და სახელმწიფოს უმაღლესი რანგის მოხელეს აღნიშნავს. უფრო გვიან პ-ის ინსტიტუტი დამოწმებულია V ს-ის სომეხ ისტორკოსებთან (აგათანგელოსი, ფავსტოს ბუზანდი), აგრეთვე „ქართლის ცხოვრებასა“ და ქართული აგიოგრაფიის უადრეს (V-VI სს.) ძეგლებში („შუშანიკის წამება“, ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“), რომლებშიც პიტიახში მსხვილ სამხარეო გამგებლებს ეწოდება. პიტიახშის მოხსენიების ყველაზე ადრინდელი დამოწმებები შემოინახა არმაზისხევის არქეოლოგიურმა მონაპოვარმა, რომელიც შეიცავს ქართლის ძველ პიტიახშთა რეზიდენციის კომლექსის ნაშთებს (სასახლე, აბანო, ნეკროპოლი). სამარხებში აღმოჩენილ არამეულ და არამეულ-ბერძნულ წარწერებიან სტელებზე, აგრეთვე სხვა სამარხეულ ინვენტარზე (საბეჭდავი, თასები ბერძნული წარწერებითურთ), რამდენიმე თაობის ქართლის პიტიახშთა სახელებია შემორჩენილი. მთლიანად კომპლექსი თარიღდება I-III სს-ით, ამათგან სტელების საკმაოდ ვრცელი ტექსტები (არამეული მონოლინგვა და არამეულ-ბერძნული ბილინგვა) I და II სს-ით (გ. წერეთელი). არმაზისხევში პიტიახშთა საგვარეულო ნეკროპოლის აღმოჩენამ დაადასტურა, რომ ეს ადგილი (ვახუშტის ნომენკლატურით ქართლისხევი) წარმოადგენდა ძველი ქართლის პიტიახშთა, სახელმწიფოს უმაღლეს ხელისუფალთა, რეზიდენციას. არმაზისხევის მონაპოვარზე დაყრდნობით გამოითქვა მოსაზრება, რომ ძველი ქართლის სამეფოში მეფის შემდგომ მეორე პირი, მეფეთა საგვარეულოს წევრი, მსაჯული და მთავარსარდალი, რომელსაც სტრაბონი იბერიის აღწერაში მოიხსენიებს, უნდა ყოფილიყო პიტიახში, და არა ლეონტი მროველისეული სპასპეტი, რამდენადაც საშუალო სპარსული სპასპეტის გავრცელება საქართველოში IV ს-ზე უწინარეს არ ივარაუდება (თ. გამსახურდია).
იხ. აგრეთვე: ეპარხოზი, მოხელე
წყარო: ბიბლიოვიკი პიტიახში
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9