A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
ამ ამა ამბ ამე ამი ამნ ამო ამპ ამრ ამუ ამფ ამღ

ამირა

არაბ. amīr - მეთაური, მმართველი
მთავრის შესატყვისი ტიტული აღმოსავლეთის მუსლიმურ ქვეყნებში. VII ს-მდე, ისლამამდელ პერიოდში და, ასევე, პირველი ოთხი ხალიფას მმართველობის დროს ამირები ეწოდებოდა სარდლებს და ლაშქრის საბრძოლო ქვედანაყოფების მეთაურებს, რომლებიც შემდგომ არაბთა მიერ დაპყრობილი ტერიტორიების მმართველები გახდნენ. ომაიანთა ეპოქაში (661-750) პროვინციის გამგებელ ამირების ხელში თავმოყრილი იყო სრული ადმინისტრაციული, საფინანსო და სასულიერო ხელისუფლება. ისინი პასუხისმგებლები იყვნენ ლაშქრის ორგანიზებაზე, ხელმძღვანელობდნენ სამხედრო ექპედიციებს, დებდნენ ხელშეკრულებებს, უძღვებოდნენ ლოცვებს, აშენებდნენ მეჩეთებს და თავიანთ საგამგებლო ტერიტორიაზე ზრუნავდნენ ისლამის გავრცელებისათვის. ამირა ზედამხედველობდა ზარაფხანას, სადაც ხალიფას სახელზე იჭრებოდა ფული, იგი პასუხისმგებელი იყო გადასახადების აკრეფასა და სახალიფოს ცენტრში გაგზავნაზე. აამირას ხელში იყო სასამართლო სისტემა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამირა ნიშნავდა ყადის (მუსლიმთა მოსამართლეს), იცავდა წესრიგს. მისი მითითებით მოქმედებდა პოლიციის უფროსი. თავის საგამგებლო ოლქში ამირა ნიშნავდა ფოსტის უფროსს, რომლისგანაც იღებდა დაწვრილებით ინფორმაციას ქვეყნის შიდა მოვლენებზე. ამირას ემსახურებოდა ცერემონმეისტერი და დაცვა. აბასიანთა მმართველობის ხანაში (749-1258) ამირებს თანდათან ჩამოსცილდა გადასახადის აკრეფის, ყადის დანიშვნისა და ზოგიერთი სხვა ფუნქცია.

არაბთა სახალიფოს დაშლის შემდეგ (IX-X სს.) ამირას ტიტული შეინარჩუნეს ადგილობრივმა დამოუკიდებელმა მმართველებმა, რომლებიც ერთდროულად საერო და სასულიერო ხელისუფლებას ფლობდნენ. მოგვიანებით ამირას საპატიო ტიტული ისლამის მქადაგებლის, მუჰამადის ჩამომავლებს ენიჭებოდათ.

სინონიმი: ამირათ-ამირა
წყარო: ბიბლიოვიკი ამირა
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9