A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

გა გე გვ გზ გი გლ გო გრ გუ
გზა გზე გზი

გზირი

მმართველობის ადგილობრივი აპარატის ქვედა რგოლის წარმომადგენელი. ტერმინი გზირი საქართველოში ჩნდება გვიანდელ შუა საუკუნეებში. გზირის ძირითადი ფუნქცია იყო სოფლებში ხელისუფალთა ბრძანების/განკარგულების ადგილზე მიტანა, აღსრულება, ვინმეს გამოძახება.

არსებობს მოსაზრება, რომ გზირის ინსტიტუტი თავდაპირველად ქართლში მხოლოდ მომთაბარე თათრებისთვის შეიქმნა, ვინაიდან „დასტურამალში“გზირი მხოლოდ იმ პარაგრაფშია ნახსენები, რომელიც ელს ეძღვნება.

გზირის სასარგებლოდ დაწესებული იყო გადასახადი - საგზირო. სოციალური წარმომავლობით გზირები გლეხები იყვნენ. შემონახულია მხოლოდ XVIII ს-ის რამდენიმე გზირის სახელი გვარის გარეშე.

იხ. აგრეთვე: მოხელე
წყარო: ბიბლიოვიკი გზირი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9