A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ეა ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეზე ეზო

ეზოსმოძღვარი

სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, ე.მ. „საგანგიოთა განმგებელია“, „სხვათა ენით“ (თათართა) იგივე ნაზირია: „ქართულად სალაროს ნაზირს აბრამადი და ქარხანის ნაზირს ეზოსმოძღვარი ჰქიან“. მისივე განმარტებით, „გამგე“ იგივე გამრიგებელია, ხოლო „გამგებელი“ - მოურნე. ნ. ჩუბინაშვლის მიერ ეზოსმოძღვარი განმარტებულია როგორც მნე, სახლის გამგებელი, ნაზირი, იგივე რაც „приставник, домоправитель, дворецкий“. II ს-ის არმაზის ბილინგვის არამეულ ტექსტში ამ თანამდებობის აღმნიშნელი არამეული სიტყვა ბიბლიური წიგნების უძველესი ქართული რედაქციების გათვალისწინებით გადმოიცა, როგორც „ეზოჲს მოძღვარი“ (გ. წერეთელი). ბილინგვისავე ბერძნულ ტექსტში მას შეესატყვისება ტერმინი „ეპიტროპოსი“ (იგივე იკონომისი); სომხურში მისი შესატყვისია „ჰაზარაპეტი“.როგორც ვარაუდობენ, ე.მ. ქართლის სამეფოში განაგებდა სახელმწიფო შემოსავალს და სათავეში ედგა სამეფო მეურნეობას. ეზოსმოძღვარს უშუალო კავშირი უნდა ჰქონოდა სამხედრო საქმესთანაც და, სავარაუდოდ, მის ერთ-ერთ ფუნქციას ასევე წარმოადგენდა სამეფო დაცვის რაზმების, ანდა სამეფო მიწებზე მსხდომი ერიდან („ტაძრეულთაგან“) გამოყვანილი ჯარის ხელმძღვანელობა (გ. მელიქიშვილი). ეზოსმოძღვარი ასევე შეესაბამება ლათინურ-ბერძნულ-ტერმინი: ცუბიცულარიუს (მეფის კარის განმგებელი, კარის წინ მორიგედ მდგომი), რომელსაც ქართულში შეესატყვისებოდა „მესაწოლე“ (მ. მაისურაძე).
იხ. აგრეთვე: მოხელე
წყარო: ბიბლიოვიკი ეზოსმოძღვარი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9