A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

თა თბ თე თვ თი თრ თუ
თაგ თავ თალ თან თაო თარ თას

თავლიდარი

არაბ. tahvildār–მოლარე, ხაზინადარი
სპარს. tahvildār–მოლარე, ხაზინადარი
იგივე გამგეთუხუცესი, მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელე გვიანფეოდალურ საქართველოში. თავლიდარი სასახლეში ასრულებდა სამეურნეო ფუნქციებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუნქციები ვიწრო სამეურნეო დანიშნულებით ამოიწურებოდა, თავლიდარის თანამდებობა აუცილებელი იყო მმართველობის ყველა სამეურნეო/საფინანსო განშტოებაში. „დასტურამალის“ მიხდვით, თავლიდარის თანამდებობა გათვალისწინებული იყო ქარხანაში, სალაროში, საღვინეში, სამზარეულოში, საჯინიბოში, საფარეშოში, საშარბათოში და ა.შ.; სალაროს თავლიდარი მოლარეთუხუცესს ექვემდებარებოდა. მას ებარა სალაროში დაცული ნივთები, გასცემდა მათ და აწარმოებდა ანგარიშს. სალაროს თავლიდარს საბუთებში ზოგჯერ მეფის სასახლის ხარჯების თავლიდარიც ეწოდება. როცა მეფეს სალაროდან რაიმე დასჭირდებოდა, თავლიდარი მოლარეთუხუცესის წინამძღოლობით მეფეს საჭირო ნივთს მიართმევდა. საჯინიბოს თავლიდარს ცხენების საქმე ეკითხებოდა. სალაროს თავლიდარს საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა. მისი წლიური სარგო ოთხი თუმანი იყო, მაგრამ, ამავე დროს, მას წილი ეკუთვნოდა სალაროში შესული საჩუქრებიდან. თავლიდარის თანამდებობაზე დანიშნული პირები სამეფო აზნაურულ წრეს მიეკუთვნებოდნენ. XVII-XVIII სს-დან ცნობილია მხოლოდ რამდენიმე თავლიდარის სახელი: თავლიდარი და ქილიფდარი ყაიბულა; თავლიდარი მანუჩარი; თავლიდარი ქაიხოსრო ყორღანაშვილი.
იხ. აგრეთვე: მოხელე, ქილიფთარი
წყარო: ბიბლიოვიკი თავლიდარი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9