A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

თა თბ თე თვ თი თრ თუ
თუშ

თუშმალი

სპარს. tušmāl-მეკარე
სასახლის სამზარეულოს მოხელე, ქარხნის ნაზირის ქვემდებარე. სულხან-საბას განმარტებით, მზარეულთა უხუცესი. „დასტურლამალის“ მიხედვით, სასახლეში ოთხი თუშმალი იყო. თუშმალის დაქვემდებარებაში იყვნენ მზარეულები, მეხორცე, აბდარი (აბდარი - მეფის სასმელი წყლის მცველი), შეშის მზიდავი, მეთეფშე. თუშმალის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენდა სასახლის პროდუქტებით მომარაგება, დანახარჯის ზუსტი ანგარიში და ზედამხედველობა მეჯლისის დროს, სტუმრებისათვის საჭმლის მირთმევა. სამეფო კარის თუშმალები იყვნენ სამეფო აზნაურული სახლების წარმომადგენლები, რომლებიც ამ თანამდებობას მემკვიდრეობით ფლობდნენ. მაგ., XVII ს-ის 50-60-იან წწ-ში როსტომისა და ვახტანგ V-ის (1658-1675) კარზე თუშმალობა მესტუმრეობასთან ერთად ჰქონია დონდარა ეჯუბაშვილს. მის შემდგომ თუშმალის თანამდებობაზე ჩანან დონდარას ძმა ზურაბი და ძმისწულები: ზაალ და შავერდა.
იხ. აგრეთვე: მოხელე
წყარო: ბიბლიოვიკითუშმალი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9