A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მაგ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაო მაჟ მარ მას მატ მაღ მაშ

მანდატურთუხუცესი

ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა საქართველოს სამეფო კარზე - სასახლეში ვაზირობისა და დარბაზობის ორგანიზატორი (ობერცერემონმაისტერი), სახელმწიფო ფოსტისა და მიმოსვლის უფროსი; „საპოლიციო-ზედამხედველობითი“ სამსახურის ხელმძღვანელი, სასახლისა და დომენის სამეურნეო ზედამხედველი. მანდატურთუხუცესს ექვემდებარებოდა ცენტრალური აპარატის ორი დიდი უწყება - სააჯო კარი და საგანმგეო, რომელთა საქმიანობას მანდატურთუხუცესი უძღვებოდა ამირეჯიბისა და განმგეთუხუცესის (ეზოსმოძღვრის, მეშვეობით.

მანდატურთუხუცესის სამოხელეო ნიშანი იყო სამანდატურო ოქროს არგანი და „სკარამანგი“- ოქრომკედით ნაკერი ქსოვილისაგან დამზადებული ძვირფასი სამოსი.

იხ. აგრეთვე: მოხელე
წყარო: ბიბლიოვიკი მანდატურთუხუცესი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9