A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მდი

მდივანბეგი

არაბ. dīvānbegī - მსაჯულთუხუცესი
სპარს. dīvānbegī - მსაჯულთუხუცესი
სეფიანთა ირანში მსაჯულთუხუცესი, სახელმწიფო საბჭოს ერთ-ერთი უმაღლესი მოხელე. ირანში მდივანბეგის თანამდებობას არაიშვიათად ქართველებიც იკავებდნენ. მაგ., სრულიად ერანის მდივანბეგი შაჰყულ-ხანი (იგივე ლევან ბატონიშვილი, შაჰნავაზის ძე, ქართლის ჯანიშინი) ამ თანამდებობით მოიხსენიება 1703-1710 წწ-ში შედგენილ რამდენიმე საბუთში. 1720-იანი წწ-ის საბუთებში ასევე სრულიად ერანის გამგებლად და მდივანბეგად იხსენიება ნაზარალი-ხანის ძე, კახეთის ბატონიშვილი კონსტანტინე (მაჰმადყული). საქართველოში მდივანბეგობის შემოღების დრო ზუსტად გარკვეული არ არის. მკვლევართა ნაწილი ასეთ დროდ XV ს-ის მეორე ნახევარს მიიჩნევს, სხვები - XVI ს-ს, ზოგი მკვლევარი - სვიმონ I-ის ირანის ტყვეობიდან დაბრუნების წელს (1578).
იხ. აგრეთვე: მოხელე
წყარო: ბიბლიოვიკი მდივანბეგი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9