A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მედ მეთ მეი მელ მემ მენ მერ მეს მეტ მეფ მეღ მეშ მეც მეწ მეჭ მეხ

მელიქი

არაბ. mãlik - მეფე, ხელმწიფე, მმართველი
მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელე გვიანფეოდალურ საქართველოში.

კავკასიაში მელიქის ინსტიტუტმა თავდაპირველად ფეხი მოიკიდა დღევანდელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე სამელიქო ოლქი არსებობდა. ამ ოლქებში მელიქთა ძალაუფლება ირანის შაჰის მიერ მათთვის მინიჭებულ უფლებებს ემყარებოდა. საქართველოში სამელიქო ოლქად იქცა ქვემო ქართლის ნაწილი - ლორე და დებედას ხეობა, რომელიც შაჰ-აბასმა ქართლს ჩამოაჭრა (1601), ხოლო მის მმართველად ადგილობრივი გამაჰმადიანებული აზნაურთაგანი დანიშნა, რომელთა შთამომავლებმა შემდგომში მელიქიშვილების სათავადო სახლს დაუდეს საფუძველი.

იხ. აგრეთვე: მოხელე
წყარო: ბიბლიოვიკი მელიქი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9