A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მედ მეთ მეი მელ მემ მენ მერ მეს მეტ მეფ მეღ მეშ მეც მეწ მეჭ მეხ

მეჭურჭლეთუხუცესი

სამეფო კარის მაღალი რანგის მოხელე; ათაბაგობის შემოღებამდე ეჭირა მეოთხე ადგილი დარბაზის რიგის მოხელეთა შორის; მსახურთუხუცესთან ერთად ეკუთვნოდა „ორთა ვაზირთა“ კატეგორიას. მეჭურჭლეთუხუცესი განაგებდა სამეფო საჭურჭლეს, რომელიც ერთიან ქრთულ მონარქიაში არ იყო უწყებრივად გამოყოფილი სახელმწიფო ხაზინისაგან. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, საჭურჭლეში ინახებოდა სამეფო არქივი, „არასანიადაგოდ“ მოსახმარი ძვირფასეულობა (ძვირფასი ჭურჭელი, თვალ-მარგალიტი, ფული და ზოგიერთი სამეურნეო საქონელი). საჭურჭლის ქონება არ იყო ფიზიკურად ერთად თავმოყრილი - იგი გადანაწილებული იყო სასახლის სხვადასხვა დაწესებულებაში: სალაროში (სამეფო არქივი და შეკრული განძეულობა), საღვინეში (სამეჯლისო ღვინის ჭურჭელი) და საგანმგეოში (საალყე ქონი, ზეთი).
წყარო: ბიბლიოვიკი მეჭურჭლეთუხუცესი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9