ტერმინი ჩუხჩარეხი დასტურდება XII-XV საუკუნეების ნარატიულ და დოკუმენტურ წყაროებში. მისი ეტიმოლოგია მთლად ნათელი არ არის. რადგან ჩუხჩარეხის სემანტიკური ვარიანტები უკავშრდება ტერმინ „ეზოს“ (ეზოთუხუცესი-ჩუხჩერახი, ეზოს ჩუხჩერახი), პ. ინგოროყვამ იგი დაუკავშირა „ეზოთუხუცესის“ თანამდებობას და მეფის პირადი სპასპეტის აღმნიშვნელ სახელწოდებად მიიჩნია.