A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოტ მოუ მოქ მოხ

მოურავი

ადგილობრივი ადმინისტრაციული აპარატის მთავარი მოხელე შუა საუკუნეების საქართველოში. თავდაპირველად, მისი ფუნქციები სამეურნეო სფეროს შეეხებოდა (მამულისა და მეურნეობის გამგებლობა), გვიანფეოდალურ საქართველოში კი, ადმინისტრაციული, სამხედრო და სასამართლო ფუნქციებიც შეითავსა.

მოურავის თანამდებობა საქართველოს ერთიანობის ხანის წყაროებშიც („ხელმწიფის კარის გარიგება“) მოიხსენიება, მაგრამ აქ იგი ცენტრალური აპარატის მოხელე ჩანს. მოგვიანოდ, XV ს-ში, მ., როგორც ქალაქის მმართველის აღმნიშვნელი ტერმინი, ენაცვლება ამირას და ამირათ-ამირას. აღმოსავლეთ საქართველოში მოურავის პარალელურად XVI-XVIII სს-ში იხმარება ირანის გზით შემოსული მონღოლური ტერმინი „ტარუღა“, რომელიც ირანში მოურავის შესაბამის სამოხელეო ინსტიტუტს ეწოდებოდა. მოურავის სახელო სამემკვიდრეო მფლობელობის ისეთივე წყალობის ობიექტი იყო, როგორიც მამული და ყმები.

იხ. აგრეთვე: მოხელე, ქილიფთარი
წყარო: ბიბლიოვიკი მოურავი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9