დასტურლამალი მეფის ვახტანგისა — ქართული სახელმწიფო სამართლის ძეგლი; შეადგინა ვახტანგ VI-მ 1707-1709 წლებში. ძეგლიდან ჩანს, რომ მასში შესული მთელი საკანონმდებლო მასალა ვახტანგ VI-ს არ ეკუთვნის. დასტურლამალი არის სხვადასხვა დროს შედგენილი დასტურლამების ანუ გარიგების წიგნთა თუ დებულებათა კრებული, რომელიც ვახტანგ VI-მ სისტემურად დაალაგა, ბევრი თავისი დებულებითაც შეავსო და ერთიან სჯულდებად აქცია. ვახტანგს ტექსტი კარგად დაუყვია და თითოეული მათგანისათვის საგანგებო სათაურიც შეურჩევია.
ძეგლი შედეგება ორი მთავარი ნაწილისაგან - სამეფო დასტურლამალი და სადედოფლო დასტურლამალი. სადედოფლო დასტურლამალი თავდაპირველად გიორგი XI-ს შეუდგენია 1683-1689 წლებში. არ არის ცნობილი, თუ სახელდობრ რა ცვლილებები შეიტანა ვახტანგმა გიორგისეულ დასტურლამალში მისი განახლებისას.
დასტურლამალი მნიშვნელოვან ხნობებს შეიცავს საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობილების შესახებ. იგი იმდენად ფართო შინაარსის საკანონმდებლო ძეგლი იყო, რომ თავის დროზე ანბანური წესითაც დაულაგებიათ, რათა მოხელეებს და დაინტერესებუ პირთ გაადვილებოდათ კანონებით სარგებლობა.