A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

შა შე ში შო შტ შუ
შუბ შურ

შურტა

არაბ. šurta -პოლიცია
არაბ ამირას დაქვემდებარებული საპოლიციო მოხელე.

შურტათა მოვალეობას ქალაქში წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე ზრუნვა შეადგენდა. ქართულ წყაროებში შურტა უკვე XI ს-დან გვხვდება, როგორც ქართული სამოხელეო სისტემის ნაწილი. იგი მოიხსენიება გიორგი II-ის სიგელში მოხელეთა ჩამონათვალის ერთ-ერთ ბოლო პოზიციაზე. ქართულ საბუთებში, როგორც ჩანს, იგი ფისკალურ მოხელეს აღნიშნავდა.

ტერმინი არსებობას განაგრძობს ქართულ სამოხელეო ტერმინოლოგიაში თბილისის საამიროს გაუქმების შემდეგაც. XII ს-ის სიგელში დადასტურებულია საშურტაო გადასახადი. მოგვიანო ხანის საბუთებში შურტას თანამდებობა აღარ ფიქსირდება. სავარაუდოდ, მისი ფუნქციები სხვა უწყებამ შეითავსა. შურტას (შულტას) ინტიტუტი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციებით დიდხანს იყო შემორჩენილი ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში - ხევსურეთსა და თუშეთში. ყველგან მას დაკისრებული ჰქონდა თემის წევრებისაგან პურის აკრეფა და სახატე დღესასწაულების დამსწრეთა მომარაგება ლუდითა და პურით.

იხ. აგრეთვე: ამირა, მოხელე
წყარო: ბიბლიოვიკი შურტა
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9