A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ია იგ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იქ იშ
ინა ინდ ინვ ინი ინკ ინო ინჟ ინს ინტ ინფ ინც

ინტეგრაცია

  1. ლათ. integratio – შევსება, აღდგენა; integer – მთლიანი
    სახელმწიფოთა გაერთიანების პროცესი პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნის მიზნით. ი. ნებაყოფლობითი პროცესია და კონსენსუსს ემყარება. მას ახასიათებს ისეთი გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურებისა და პოლიტიკური პროცესების არსებობა, რომლებიც თავიანთი ხასიათით უფრო ზეეროვნულია, ვიდრე სახელმწიფოთაშორისი. ი-ის პროცესის წარმატებისათვის აუცილებელია უსაფრთხოების, თანამეგობრობისა და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების არსებობა. ტრადიციული (ევროპული) სქემით ი-ის საფეხურებია საბაჟო კავშირის, საერთო ბაზრის, საერთო პოლიტიკური სტრუქტურებისა და იდენტურობის შექმნა. ი., როგორც წესი, რეგიონალიზმის საფუძველზე ვითარდება. დღევანდელ მსოფლიოში რეგიონული ი-ის ყველაზე წარმატებული მაგალითი ევროპის კავშირია.
    წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესი, რომლის მიზანია ცალკეულ ჯგუფთა თვითიდენტიფიკაციის ერთიან საზოგადოებრივ და კულტურულ ჩარჩოებში მოქცევა Democracy at the level T.D Sisk. IDEA.2001).
    წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9