A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ია იგ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იქ იშ
იაგ იამ იაპ იარ იას იაშ იახ

იახსარი

სხვა ღვთისშვილთა შორის გამორჩეული ყოფილა ღონით, გამბედაობით და ჭიდაობითაც. ისიც, სხვა ღვთისშვილთა მსგავსად, ბოროტ ძალებთან - დევებთან, ქაჯებთან, ეშმაკებთან და მაცილებთან მებრძოლ ღვთაებაა. იგი იცავს, როგორც მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ადგილს, ასევე ყველა ადამიანს, ვინც შველას ითხოვს. ხალხური რწმენის მიხედვით, იახსარი განდევნის ბოროტ სულებს სულიერად დაავადებული ადამიანისგან და უბედური შემთხვევით (მეხის დაცემა, ზვავში მოყოლა და ა.შ.) გარდაცვლილთაგან. სხვა ღვთისშვილებისგან განსხვავებით, იახსარი ზეციურ მოციქულად ითვლება, რომელიც სვეტის ან ჯვრის სახით წარმოსდგებოდა. თავის საყმოს მიმართაც განსაკუთრებული გულისხმიერებით გამოირჩეოდა. იახსარს უფლება ჰქონდა მორიგე ღმერთთან პირისპირ წარმსდგარიყო და სათხოვარი გადაეცა. ახსარი მორიგესგან მშვილდ-ისრით იყო დაჯილდოებული.
იხ. აგრეთვე: კოპალა
წყარო: http://saunje.ge/ იახსარი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9