წარმოდგება არაბული სიტყვისგან და ნიშნავს ძალისხმევას, გაძლიერებას. ისლამში ნიშნავს გულმოდგინების გამოჩენას ალაჰის გზაზე. მუსულმანი ვალდებულია, გამოავლინოს ძალისხმევა და გულმოდგინება ისლამის გასავრცელებლად. სამხედრო ჯიჰადმა მიიღო სახელწოდება "წმინდა ბრძოლა“, რომელიც ითვალისწინებს ყველა არსებული საშუალებით რწმენის გაძლიერებას და გავრცელებას. დღესდღეობით, როგორც წესი, ჯიჰადი ასოცირდება შეიარაღებულ ბრძოლასა და ტერორიზმთან, თუმცა, მისი მნიშვნელობა უფრო მრავლისმომცველია. ჯიჰადი ნიშნავს ნებისმიერ ძალისხმევას რაიმე საქმეში, მათ შორის, სწავლასა და მუშაობაში.
წყარო: სამოქალაქო განათლების ლექსიკონი / [ავტ.: დავით ზურაბიშვილი, გიორგი გობრონიძე ; რედ. ხათუნა ყვირალაშვილი] ; საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი. - თბ., 2011. - 304 გვ. : ილ. ; 21 სმ.. - ავტ. მითით. თავფურ. მე-2 გვ.. - ISBN 978-9941-0-3354-4[MFN: 144592]