A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

სა სგ სე სვ სი სკ სმ სნ სო სპ სტ სუ სფ სქ სც
სპა სპე სპი სპო

სპეციალური განათლება

წარმოადგენს სოციალური უზრუნველყოფის სისტემის შემადგენელ ნაწილს, რომელიც ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს: პირველი – საზოგადოება ვალდებულია შექმნას უსაფრთხოების ბერკეტი ყველა ადამიანისათვის, რომელიც დაიცავს მას მაგ. ავადმყოფობის, მოხუცებულობის დროს, ავარიის შემთხვევაში და ა.შ. მეორე პრინციპი ეხება საზოგადოების მოვალეობას, ხელი შეუწყოს თითოეული თავისი წევრის პოტენციალისა და პიროვნული თვითმყოფადობის სტიმულირებასა და განვითარებას ანუ, ამ პრინციპის თანახმად, ყველას უნდა ჰქონდეს უფასო განათლების მიღებისა და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება. მესამე პრინციპია „პოზიტიური დისკრიმინაცია“, რომელსაც უნდა ემყარებოდეს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა, იგი გულისხმობს „მეტის გაცემას“ უმწეო ადამიანებისათვის. პირველი „სპეციალური სკოლები“ ევროპაში დაახლოებით 200 წლის წინათ დაარსდა. მე-20 საუკუნეში განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები სპეციალური განათლების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სამოქალაქო უფლებების სფეროში, რის შედეგადაც არსებულ კანონმდებლობაში აისახა საყოველთაო განათლებისა და ფორმალური სწავლების გარანტიები.1900-1950 წლებში, სპეციალური განათლება მოიცავდა მთელი მოსახლეობის მხოლოდ 1% და ძირითადად ხორციელდებოდა სოციალური ნიშნით განცალკევებულ სპეციალურ სკოლებში. 1970 წელს განხორციელებული რადიკალური ცვლილებების შედეგად სპეციალური განათლება გავრცელდა ყველა ადგილობრივ სკოლაში, საბავშვო ბაღში და, ამასთან, მოიცვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზრდილებიცა და მოხუცებიც, შესაბამისად, სპეციალური განათლება ფართომასშტაბიან სფეროდ იქცა.
იხ. აგრეთვე: განათლება
წყარო: ინკლუზიური განათლება: შესავალი კურსი/ბერიტ ჰ. ჰონსენისა და მირიამ დ. სკორტენის საერთო რედ.; [ინგლ. თარგმნა მარიკა ჯიქიამ; ქართ. გამოც. მთ. რედ. მადონა ხარებავა. - Oslo, Unipubforlag, 2001. - ISBN: 82 – 7477 – 076 – 5
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9