A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
აკა აკვ აკლ აკო აკრ აკტ აკუ

აკადემოსი

ბერძნ.
ატიკელი გმირი, რომელმაც თესევსის მიერ გადამალული ელენეს სამყოფელი მიასწავლა დიოსკურებს.

ისტორიულ დროს ათენელებს სჯეროდათ, რომ აკადემოსი დაკრძალული იყო მათი ქალაქის კედლებს მიღმა. მისი სახლი გარემოცული იყო წმინდა ჭალით, რომელსაც ეწოდებოდა აკადემია გმირის სახელის მიხედვით. ძვ.წ. IV საუკუნეში ამ ხეივანში უკითხავდა ლექციებს თავის მოწაფეებს ცნობილი ფილოსოფოსი პლატონი. სწორედ ამიტომ შეერქვა მის მიერ დაარსებულ სკოლას აკადემია.

ეს სახელწოდება დამკვიდრდა თანამედროვე სალაპარაკო ენაშიც სამეცნიერო, სასწავლო და მხატვრულ დაწესებულებათა აღსანიშნავად (მეცნიერებათა აკადემია, სამხატვრო აკადემია და სხვა).

იხ. აგრეთვე: აკადემია, ეპონიმი
წყარო: ბიბლიოვიკი აკადემოსი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9