A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

პა პე პი პლ პო პრ პს პუ პწ
პაგ პად პავ პათ პაკ პალ პამ პან პაპ პარ პას პატ პაუ პაქ პაც

პარადიგმა

ბერძნ. paradeigma–მაგალითი, ნიმუში
პარა - გვერდით, დეიგმა - მაგალითი, ნიმუში, ჩვენება - არის ის, რაც მოვლენის, შემთხვევის გვერდით დგას და აჩვენებს, ამტკიცებს მას, როგორც მაგალითს და ნიმუშს. ის აძლევს ფენომენს მაგალითად, ყოფნის ძალას. ძალაუფლების ასეთი მინიჭება კი ნიმუშს, მაგალითს ამრავლებს და შემთხვევების განმსაზღვრელად, ხდომილების აუცილებელ წესად აქცევს. პარადიგმა გვევლინება როგორც წესი, კანონი, რომლის მიხდვითაც ეწყობა გარემო, რომლის მიხედვითაც ჩვენს გარემოში რაღაცა ხდება. ასეთი განმარტებით - პარადიგმები არიან სამყაროს კანონები, მითები, ყველაფერი ის, რაც შემთხვევის განხორციელების წესს განსაზღვრავს. პარადიგმა - პარა - გვერდით, დეიგმა - სანახაობა, ბაზრობა, არის ის, რაც სანახაობის, ხილულის გვერდით დგას და გვიხსნის მას. ანუ, აპირობებს მის ასეთად და არა სხვაგვარად აღქმას. ამ შემთხვევაში პარადიგმა მსოფლმხედველობრივი ფენომენია, ის, რაც არის მსოფლმხედველობის, ანუ, სამყაროში შემომხვედრების გარკვეული ინტერპრეტაციის საფუძველი.
წყარო: სემიოტიკა № 3, – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე,– [ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი], თბ.,– 2008
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9