A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

და დე დი დო დრ დუ
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დეო დეპ დეს დეტ დეფ დექ დეც

დემოკრატიული მმართველობა

დემოს - ხალხი, კრატია - ძალაუფლება. მაშასადამე, დემოკრატიის არსებითი ელემენტი ხალხის ნების უზენაესობა, ამ ნების პოლიტიკურ სუვერენად გამოცხადებაა. „დემოკრატიის დროს ხალხი ერთის მხრივ მონარქია, მეორეს მხრივ კი ქვეშევრდომი. იგი მონარქია იმდენად, რამდენადაც აქვს საარჩევნო ხმები, რომლებითაც გამოხატავს თავის ნებას. სუვერენის ნება თვითონ სუვერენულია“. დემოკრატიაში სუვერენული ხელისუფლების მქონე ხალხი თვითონ უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რისი გაკეთებაც მას კარგად შეუძლია, ხოლო იმას, რისი გაკეთებაც მის შესაძლებლობას აღემატება, თავისი ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით უნდა ახორციელებდეს. „ისევე, როგორც მოქალაქეთა უმრავლესობას, რომელთაც საკმაო უფლება აქვთ სხვების ასარჩევად, მაგრამ არ შეუძლიათ საკუთარი თავის არჩევა, ხალხს, რომელსაც სხვისი მმართველობის განსჯის უნარი შესწევს, არ შეუძლია თავისით მართვა“. რადგან სხვისი მმართველობის განმსჯელ ხალხს არ შეუძლია თავისით მართვა, ამიტომ მას მონარქზე მეტად სენატი ან საბჭო ესაჭიროება, რომელიც მას წარმართავს. მაგრამ იმისთვის, რომ ხალხი ამ უკანასკნელთ ენდობოდეს, საჭიროა თვითონ ასახელებდეს მის წევრებს და თვითონვე ირჩევდეს მათ უშუალოდ ან რაიმე ინსტიტუტის მეშვეობით. მაშასადამე, დემოკრატიული მმართველობის ძირითადი მაქსიმა ისაა, რომ ხალხი თანამდებობის პირებს თავად უნდა ასახელებდეს. დემოკრატიაში ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება ვერც ერთი სახელისუფლებო ინსტიტუტი, რომლის უფლებამოსილებაც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, არ მომდინარეობს ხალხის ნებიდან. თავისუფალ სახელმწიფოში ყოველი ადამიანი თვითონ უნდა განაგებდეს საკუთარ თავს, ყოველ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება წარმომადგენლის ასარჩევად. დემოკრატიულ მმართველობაში ხალხის მონაწილეობა უნდა განისაზღვრებოდეს მხოლოდ თავის წარმომადგენელთა არჩევით.
წყარო: ხოფერია მარიამ. დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპები და საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია // ალმანახი №16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9