A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ზა ზე ზმ ზნ ზო ზრ ზუ ზღ
ზოგ ზონ ზორ

ზონდი

  1. ფრანგ. გამოკვლევა
    1.მილის ან სხვა მსგავსი ფორმის სამედიცინო ინსტრუმენტი, რომელიც შეჰყავთ სხეულის არხებსა და სიღრუეებში სადიაგნოზო ან სამკურნალო მიზნით.
    2.დნმ-ზონდი, რომელიც შეყავთ ორგანიზმში ჩანასახის მემკვიდრული დაავადებების გამოსავლენად.
    3.ატმოსფეროს მაღალი შრეების შემსწავლელი მცირე ზომის საჰაერო ბუშტი თვითჩამწერი ხელსაწყოთი.
    წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
  2. ფრანგ. sonde
    1. სამედიცინო იარაღი - წვრილი მილი ან ღარი, რომელიც შეჰყავთ სხეულის ღრუში გამოკვლევის ან მკურნალობის მიზნით.
    2. ბურღი, რომლითაც იკვლევენ ნიადაგის ქვედა ფენებს და იღებენ მათ ნიმუშებს.
    3. პატარა აეროსტატი, რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში ავტომატურად იწერს მეტეოროლოგიურ მონაცემებს.
    წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9