A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

და დე დი დო დრ დუ
დია დიდ დივ დით დილ დიმ დინ დიო დიპ დირ დის დიფ დიქ

დივერსია

ინგლ. Sabotage
ეს ტერმინი გულისხმობს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ობიექტების მწყობრიდან გამოყვანის სხვადასხვა მეთოდს. იურიდიულად დ. გულისხმობს ზიანის მიყენებას, ან ზიანის მიყენების მცდელობას ქვეყნის თავდაცვის საწინააღმდეგო მოქმედებით, თავდაცვითი და სამხედრო ქონების, შენობების და ნაგებობების, მათ შორის ადამიანების და ბუნებრივი რესურსების წინასწარგანზრახული დაზიანებით, ან განადგურებით. დ-ის ტიპოლოგია დამოკიდებულია შემსრულებელთა ტიპების ან მათი მიზნების განსხვავებაზე. არჩევენ 4 ტიპის შემსრულებლებს: მოსამსახურეები, პროფესიული აგენტები, პარტიზანები, „მეხუთე კოლონის” წარმომადგენლები”. დ-ის ჩატარების მიზანი შეიძლება იყოს: სამხედრო საბოტაჟი, ეკონომიკური საბოტაჟი, საბოტაჟი პოლიტიკური, ან სოციალური მიზნების მისაღწევად.
წყარო: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9