A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ია იგ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იქ იშ
ილი ილუ

ილიადა

ბერძნ. ტროას მიკუთვნებული
ნიშნავს „ტროას მიკუთვნებულს“. ილიადა ევროპის ერთერთი პირველი წიგნია რომელიც ევროპაში დაიწერა და დღემდეა შემონახული. იგი ჰომეროსის დაწერილი 15.693 ჰეკზამეტრისგან შემდგარი ეპიკური პოემაა და ბერძნული ლიტერატურის უძველეს ნიმუშს წარმოადგენს. მისი საფუძველი იყო ბერძენ გმირებზე შექმნილი მრავალრიცხოვანი მონათხრობები. ილიადას მოქმედება ხდება ტროას (ილიონის) ალყის მეათე წელს და დროის მცირე მონაკვეთს მოიცავს. მეცნიერთა აზრით დღევანდელი ტექსტი ალექსანდრიელი მეცნიერების რედაქციითაა შემორჩენილი.

"ილიადა" დაიწერა ქრისტეშობამდე მერვე საუკუნეში. მისი ორიგინალი დამწერლობა ჰომეროსული ბერძნულით და იონიკური დიალექტითაა შესრულებული და შესდგება 24 წიგნში (სიმღერაში) გაერთიანებული 15.693 სტრიქონისაგან. იგი ქრ.შ. VIII საუკუნეში დაიწერა და XVI საუკუნეში გადაითარგმნა. ბრძოლაში ერთვება ორი მხარე მეფე აგამემნონი და მეომარი აქილევსი. ილიადაში თხრობა იწყება აქიელების მეფის აგამემნონის მიერ აპოლონის ტროელი ქურუმის ქრისეს ქალიშვილის ქრისეიდას მოტაცებით. სასოწარვეთილი ქრისესი დახმარებას აპოლონს სთხოვს და ისიც სამეფო ჯარს ეპიდემიას უვლენს. ცხრადღიანი ეპიდემიის შემდეგ აქილევსი აკრიტიკებს აგამემნონს და აიძულებს ტყვე უკან დააბრუნოს. მაგრამ ის თანხმდება აქილევსის ტყვე ქრისეიდაში მხოლოდ ერთი ტყვის ბრისეიდას გაცვლას. გაბრაზებული აქილევსი ჯართან ერთად სახლში დაბრუნებას აპირებს. ამასობაში აქილევსი დედამის ფეტიდას ეუბნება, ზევსს სთხოვოს ბრძოლისას ბერძნების ისეთ სირთულემდე მიყვანას რომ მისი დახმარება დასჭირდეთ. ზევსი აგამემნონს სიზმარს უვლენს რომელშიც მოუწოდებს რომ ტროას თავს დაესხას. აგამემნონი სიზმარს ითვალისწინებს, თუმცა ბერძნულ არმიას ცდის და ეუბნება სახლში დაბრუნდნენ. მხოლოდ ოდისევსის ჯარი რჩება ათენას შთაგონებით. ოდისევსს ქრისეიდა მამასთან მიჰყავს და ეპიდემიაც ჩერდება. ცხრა წლიანი ალყა ლამის ჩაიშალოს, მაგრამ სიტუაციას იხსნის ოდისევსი. ოდისევსი სჯის თერსიტესს, რიგით დეზერტირ ჯარისკაცს. სადილობის შემდეგ ბერძნების ჯარი ლაგდება ქალაქ ტროას შემოგარენში. ამაზე საპასუხოდ ტროას მეფე ტრიამიც აგზავნის ჯარს. სანამ ორი არმია ერთმანეთს შეეჯახება მისი ძმისაგან ჰექტორისგან იძულებით პარისი სიტყვით გამოდის და ელენეს ქმარს მენელაუსს დუელში იწვევს. ბრძოლაში პარისი მარცხდება, თუმცა სასიკვდილო დარტყმამდე მას აფროდიტე იხსნის და ელენესთან წაიყვანს (დასაწოლად) ჰომეროსი მეორე სიმღერაში აღწერს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მხარის ძალებს. ტროის კედლებთან აგამემნონის წინამძღოლობით 1.186 გემმა მიაღწია 130 ათას მეომარზე მეტი შემადგენლობით. ჯარი შესდგებოდა ელადის სხვადასხვა ნაწილის მეომრებისაგან, როგორიცაა არგოსი, არკადია, ათენი, ლოკრიდა, იტაკა, ეპირი, კრეტა, ლაკედემონი, მიკენე, როდოსი, ფესალია, ფოკიდა, ევბეა, ელიდა, ეტოლია და სხვები. ხოლო ტროას მხარეს ჰეკტორის წინამძღოლობით იბრძოდნენ დარდანელების, კარიელების, ლიკიების, მეონების, მიზების, პაფლაგონელების, პელასგების, თრაკიელების და ფრიგიელების ჯარები. რადგან ტროას ომი ელენეს მოტაცებით დაიწყო მესამე სიმღერაში ბრძოლაში ერთვებიან ელენეს კანონიერი ქმარი მენელაოსი და ფაქტიური ქმარი პარისი. მენელაოსი იმარჯვებს, თუმცა დაჭრილი პარისი ქალღმერთ აფროდიტეს ბრძოლის ველიდან გაჰყავს რითაც ბრძოლა დაუსრულებელი რჩება. აქიელებს ათენა, ხოლო ტროელებს აპოლონი , არესი და აფროდიტე მფარველობს. მეხუთე სიმღერაში მოთხრობილია თუ როგორ აყენებს ჭრილობებს აქიელი მეომარი დიომედე უკვდავ ღმერთებს არესს და აფროდიტეს. ქალღმერთი ათენას ძალისაგან შეშინებული ტროას ლიდერი ჰექტორი ტროაში ბრუნდება და ქალღმერთს დიდებულ მსხვერპლს სწირავს. მას პარისის საქციელის სრცხვენია და თავის ცოლ ანდრომაქას აიმედებს რომ მაინც გაიმარჯვებენ. მეშვიდე სიმღერაში ჰექტორი უბრუნდება ბრძოლის ველს და აქეელების ყველაზე ძლიერ მებრძოლს იწვევს ორთაბრძოლაში. გამოწვევაზე აიაქს დიდი პასუხობს. ისინი დაღამებამდე იბრძოდნენ თუმცა ვერცერთმა ვერ მოახერხა მოწინააღმდეგის დამარცხება. ამასობაში კი ზევსი ტროელებისკენ გადაიხარა, ხოლო პოსეიდონი აქიელების ერთგული რჩება. აქიელების წარმომადგენლობა აქილევსთან მიდის, რომლის არმიაც აგამემნონთან უთანხმოების გამო უმოქმედოდ დგას. თავდასხმის საწინააღმდეგოდ ტროელებმა თითქმის გაანადგურეს აქეელების ფლოტი, თუმცა ქალღმერთმა ჰერამ მოახერხა ზევსის დაძინება და თავისი რჩეულები სიკვდილისაგან იხსნა. როდესაც აქილევსმა გადამწვარი ფლოტი დაინახა ტროელების დასასჯელად 2.500 მეომარი გააგზავნა პატროკლეს მეთაურობით. თავად აგამემნონთან უთანხმოების გამო არ გაჰყვა მეომრებს. შერკინებისას მეთაური პატროკლე დაიღუპა ევფორბეს და ჰექტორის მახვილით. მეგობრის მოკვლის გამო შურისძიების წყურვილით შებყრობილი აქილევსი ჰექტორს ყელს გამოჭრის და მოკლავს. ილიადის დასასრულს ოცდამეოთხე სიმღერაში ნახსენებია, რომ აქილევსი იწყებს დავას რომ პატროკლეს ცხედარი მამამისს პრიამოსს არ გადასცენ, თუმცა 12 დღის შემდეგ მაინც აძლევს მას.

წყარო: ბერძნული მითოლოგია ილიადა
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9