A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

და დე დი დო დრ დუ
დია დიდ დივ დით დილ დიმ დინ დიო დიპ დირ დის დიფ დიქ

დიომედესი

ბერძნ.
არგოსის მეფე, ტიდევსის ძე, ადრასტოსის შვილიშვილი. იგი მონაწილეობდა ტროას ომში და თავისი სიმამაცით მხოლოდ აქილევსს თუ ჩამოუვარდებოდა. მისი მფარველი იყო ათენა, რომლის ნებითაც დაჭრა არესი და აფროდიტე. ორთაბრძოლაში კინაღამ შემოაკვდა ჰექტორი, რომელიც გადაარჩინა ზევსმა, ჩააგდო რა თავის ელვა მებრძოლთა შორის. დიომედესმა ოდისევსთან ერთად შეიპყრო ტროელი მზვერავი დოლონი, რომლისგანაც შეიტყო ტროელთა მოკავშირე თრაკიის მეფის რესოსის ადგილ-სამყოფელი. მან მოკლა რესოსი და გაიტაცა მისი ჯადოსნური ცხენები. დიომედესმა და ოდისევსმა ტროადან მოიტაცეს პალადიონი – ქალაქის მფარველი ღვთაების გამოსახულება. კიდევ მრავალი საგმირო საქმეა დაკავშირებული დიომედესის სახელთან. ტროას აღების შემდეგ იგი მშვიდობით დაბრუნდა არგოსში. მის შემდგომ ბედზე სხვადასხვაგვარად მოგვითხრობენ მითოგრაფოსები.

ძირითადი ვერსიის თანახმად, აფროდიტემ გაიხსენა თავისი ჭრილობა და შთააგონა დიომედესის ცოლს ქმრის არგოსიდან გაძევება. გმირი მამის სამშობლო ეტოლიაში გადაიხვეწა, სადაც თავის პაპას, ოინევსს, დაუბრუნა ნათესავების მიერ წართმეული ძალაუფლება. როდესაც დიომედესი არგოსში ბრუნდებოდა, ქარიშხალმა იტალიის ნაპირებზე გამორიყა მისი ხომალდი. იქ დიომედესმა მეფე დავნუსს ბრძოლა მოაგებინა, მისი ასული ცოლად შეირთო და მიიღო მემკვიდრეობა. დიომედესის გარდაცვალების რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, გმირი დავნუსის სამეფოში გარდაიცვალა, სხვა ვერსიით, არგოსში ან ადრიატიკის ზღვაში. გადმოგვცემენ, რომ დიომედესმა იტალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე დააარსა რამდენიმე ქალაქი და ააგო საკურთხევლები. იტალიის ბერძნულ კოლონიებსა და თავად საბერძნეთის ზოგიერთ პოლისში მას თაყვანს სცემდნენ, როგორც გმირს. არგოსში, ათენასადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე დიომედესის პატივსაცემად იმართებოდა საზეიმო სვლა, რომლის მონაწილეებსაც მიჰქონდათ მისი ფარი და პალადიონი. დიომედესის კულტი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ათენას კულტთან.

 
ტროას ომში იბრძოდა აქაველების მხარეს
იხ. აგრეთვე: ილიადა
წყარო: ბიბლიოვიკი დიომედესი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9