ტროელთა ერთ-ერთი უძლიერესი მოკავშირე. ზევსისა და ლაოდამიას ძე. ბელეროფონის ბადიში. როდესაც სარპედონმა განიზრახა, მონაწილეობა მიეღო ტროას ომში, ზევსმა მას სისხლინი წვიმით ანიშნა, ხელი აეღო განზრახვაზე. სარპედონმა არად ჩააგდო ეს ნიშანი, შეებრძოლა პატროკლოსს და მისგან ნატყორცნი ოროლით განგმირული, ბრძოლის ველზე დაეცა.
- ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს