A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კათ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაჭ

კასანდრა

ბერძნ.
ტროელი დედოფალი, პრიამოსისა და ჰეკაბეს ასული.

მისნობის ნიჭი კასანდრას აპოლონმა უბოძა, ლამობდა რა თავი შეეყვარებინა მშვენიერი ქალწულისათვის. მაგრამ კასანდრამ უკუაგდო ღვთაების ტრფობა. მაშინ აპოლონი განრისხდა და დასაჯა იგი, ისე ჰქნა, რომ აღარავის სჯეროდა მისი წინასწარმეტყველების. კასანდრამ პირველმა შეიცნო პარისი, როდესაც მეფისწული ტროაში გამოცხადდა და სურდა მოეკლა, რათა ქვეყანა განადგურებისაგან ეხსნა, მაგრამ ვერ მოკლა. შემდეგ სცადა დაერწმუნებინა პარისი, არ მოეყვანა ცოლად ელენე, მაგრამ ამაოდ. სწორედ კასანდრა ევედრებოდლა ტროელებს, არ შემოეტანათ ტროაში მზაკვრული ძღვენი – ხის ცხენი, მაგრამ ისევ და ისევ არ ირწმუნეს მისი მისნობა.

ტროას დაღუპვის ღამეს კასანდრა თავშესაფარს რომ ეძიებდა ათენას საკურთხეველთან, აიასმა (ოილევსის ძემ) შეურაცხყო. ხოლო როდესაც გაიმარჯვეს აქაველებმა, მეფის ასული ნადავლად ერგო აგამემნონს. მიკენის სამეფო სასახლეში აღმოჩენილი კასანდრა წინასწარ გრძნობდა აღსასრულის მოახლოებას. და მართლაც, კლიტემნესტრამ და ეგისთოსმა იგი აგამემნონთან ერთად გამოასალმეს სიცოცხლეს.

ძველ საბერძნეთში დასტურდება კასანდრას კულტის არსებობა, რომელიც ადგილობრივი გმირი ქალის ალექსანდრას კულტთან გაერთიანდა. მისნურ ექსტაზში შემაძრწუნებელი მომავლის მხილველი დედოფლის ტრაგიკული სახე აღიბეჭდა ესქილეს „აგამემნონსა“ და ევრიპიდეს „ტროელ ქალებში“. ხოლო ძვ.წ. III საუკუნის პოეტის, ლიკოფრონის პოემაში „ალექსანდრა“ წარმოდგენილია მითოსის გვიანი ვერსია, სადაც პრიამოსი ბრძანებს, გონებაარეული კასანდრა ჩაკეტონ დარბაზში და მიუჩინონ მცველი, რომელიც ჩაიწერს მის ნამისნევს.

მოგვიანებით კასანდრას მითოსს სხვა მწერლებიც (შილერი, კუხელბეკერი, მაიკოვი) მიმართავენ. თანამედროვე სამყაროში კასანდრად მოიხსენიებენ იმ ადამიანს, რომელიც ხედავს მომავლის საშინელებას, მაგრამ მისი თავიდან აცილების ძალა არ შესწევს. ვერც სხვას არწმუნებს თავისი ხილვის სიმართლეში.

 
ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს
იხ. აგრეთვე: ილიადა, ჰებუქა
წყარო: ბიბლიოვიკი კასანდრა
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9