A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
ანა ანგ ანდ ანზ ანთ ანი ანკ ანო ანს ანტ ანუ

ანდრომაქე

ბერძნ.
„ილიადას“ ერთ-ერთი მთავარი გმირი, ჰექტორის მეუღლე.

ანდრომაქეს გულწრფელად უყვარდა თავისი მეუღლე. როდესაც ტროა დაეცა და დაიღუპა ჰექტორი, ანდრომაქე თან წაიყვანა ნეოპტოლემოსმა. ბოლოს იგი ცოლად გაჰყვა ჰექტორის ძმას, ჰელენოსს. მათ შეეძინათ ვაჟი პერგამონი. როდესაც ჰელენოსი გარდაიცვალა, ანდრომაქე თავის შვილთან ერთად გადასახლდა მცირე აზიაში. იქ პერგამონმა დააარსა ქალაქი და თავისი სახელი უწოდა.

ლიტერატურაში ანდრომაქე ერთგული და იდეალური მეუღლის სიმბოლოდ იქცა. „ილიადას“ VI სიმღერაში წარმოდგენილი ჰექტორისა და ანდრომაქეს გამოთხოვების სცენა მსოფლიო ლირიკული პოეზიის მშვენებად არის მიჩნეული. ანდრომაქეს მითოსი მრავალი პოეტის შთაგონების წყაროდ იქცა (საფო, ევრიპიდე, რასინი). მას ხშირად მიმართავდნენ მხატვრებიც (ტიეპოლო, დავიდი, ლოსენკო და სხვა) და მუსიკოსებიც (ანდრომაქეს თემაზე ოცზე მეტი ოპერაა დაწერილი).

 
ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს
იხ. აგრეთვე: ილიადა
წყარო: ბიბლიოვიკი ანდრომაქე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9