A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

პა პე პი პლ პო პრ პს პუ პწ
პრა პრე პრი პრო

პროტეუსი

ბერძნ.
ტირინსის მეფე. აბასის ძე, აკრისიოსის ტყუპისცალი. პროიტიდების მამა.

ტირინსი მდებარეობდა არგოლისში, რომლის მეფე აბასსაც ტყუპი ვაჟი – აკრისიოსი და პროიტოსი ჰყავდა (დანაე). როდესაც აბასი გარდაიცვალა, ძმებმა ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დაინაწილეს სამეფო. ასე ამბობენ, ამ ომის დროს გამოიგონესო პირველად ფარი. პროიტოსს მიაწერენ აგრეთვე ქალაქის გარშემო ე.წ. „კიკლოპური გალავნის“ აგებას. შესაძლოა, აკრისიოსისა და პროიტოსის მითოსმა შემოგვინახა კრეტა-მიკენის ეპოქის მეფეთა ბრძოლის ისტორიული ამბები.

ჰომეროსის პოემებში პროიტოსი ბელეროფონის მითოსთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება მის ქალიშვილებს, პროიტიდებს, ისინი მელამპუსის ლეგენდის პერსონაჟებად გვევლინებიან.

 
ტროას ომში ეხმარებოდა აქაველებს
სინონიმი: პროიტოსი
იხ. აგრეთვე: ილიადა, ღმერთი
წყარო: ბიბლიოვიკი პროიტოსი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9