A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კათ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაჭ

კალიფსო

მითოლ.
ბერძნ.
ნიმფა, კალიფსო ზღაპრულ ოგიგიაზე ცხოვრობდა. ეს იყო კუნძული, რომელზეც გამორიყეს ზვირთებმა ოდისევსის ნაზღვაურალი ხომალდი. კალიფსოს უყვარდა ბერძენი გმირი და დიდხანს (შვიდი წელი) ჰყავდა თავის დიდებულ სასახლეში. ჰპირდებოდა უკვდავებას, ბედნიერებას. მაგრამ ოდისევსს შინდაბრუნების სევდა აწვა. ამას ნიმფაც გრძნობდა და ამიტომაც დამორჩილდა ზევსის ბრძანებას, გაეთავისუფლებინა გმირი. ის დაეხმარა ოდისევსს ხომალდის აგებაში და საგულდაგულოდ აღჭურვა კიდეც ხანგრძლივი მოგზაურობისათვის. ოდისევსისგან კალიფსოს ორი ძე ჰყავდა.
წყარო: ბიბლიოვიკი კალიფსო
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9