A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

პა პე პი პლ პო პრ პს პუ პწ
პოე პოზ პოლ პოპ პორ პოს პოტ

პოლიფემე

მითოლ.
ბერძნ.
ლარისელი ლაპითი, ელატეს (ილატის) ან პოსეიდონის და ჰიპეიას ძე, ჰერაკლეს დის ლაონომეს ქმარი, კენევსის ძმა, არგონავტი, ილატიდად წოდებული გმირი. როდესაც მიზიაში ჰერაკლემ საყვარელი მხლებელი ჰილასი დაკარგა და მის ძებნაში ტყე-ღრეს ძრავდა, პოლიფემეც მეგობარს და ცოლისძმას ახლდა, მანვე შეატყობინა ჰილასის დაკარგვა. ჭაბუკის ძებნის დროს არგონავტებმა ცურვა განაგრძეს და გმირები მიზიაში დატოვეს. პოლიფემემ დააარსა ქალაქი კიოსი და დაიღუპა ხალიბებთან შეტაკებაში.
სინონიმი: ლაპითი
წყარო: ბიბლიოვიკი პოლიფემე (ლაპითი)
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9