A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

და დე დი დო დრ დუ
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დეო დეპ დეს დეტ დეფ დექ დეც

დემონსტრაცია

ლათ. demonstratio – ჩვენება, დამტკიცება
1. მასობრივი მსვლელობა, რაიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობილების გამოსახატავად. მაგ., საპირველმაისო დემონსტრაცია. საპროტესტო დემონსტრაცია.
2. საჯარო ჩვენება რისამე. მაგ., კინოფილმის დემონსტრაცია (ამ მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე დემონსტრირება).
3. რისამე საჯარო გამოხატულება. მაგ., ერთიანობის დემონსტრაცია.
4.(სამხ.). მეორეხარისხოვან უბანზე მოქმედება, რომლის მიზანია მტრის შეცდომაში შეყვანა და მისი ყურადღების ჩამოცილება მთავარი დარტყმისაგან.
5.გამომწვევი მოქმედება, ქცევა.
6. სახელმწიფოს მოქმედება, რასაც მუქარის ხასიათი აქვს (მაგ., საზღვარზე ჯარების თავმოყრა და სხვ.).
წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9