A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ნა ნე ნი ნო ნუ
ნეგ ნეი ნეკ ნელ ნეო ნეპ ნერ ნეს ნეტ ნეფ

ნელევსი

პილოსის მეფე. ეოლიელი დედოფლის, ტიროსა და პოსეიდონის ძე.

ტირომ მიაგდო თავისი ტყუპები – ნელევსი და პელიასი, რომლებიც მალულად შვა და ცოლად გაჰყვა იოლკოსის მეფე კრეთევსს. ჩვილები იპოვნეს მწყემსებმა და აღზარდეს. კრეთევსის გარდაცვალების შემდეგ ძმები ერთმანეთს აეშალნენ იოლკოსის სამეფო ტახტის გამო. ნელევსი დამარცხდა და იძულებული გახდა გაქცეულიყო მესენიაში, სადაც ცოლად შეირთო ქლორისი, რომლისგანაც 12 ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინა. მესენიაში ნელევსმა დააარსა ქალაქი პილოსი და პილოსელ მეფეთა მამამთავარი გახდა. როდესაც ჰერაკლეს იფიტოსი შემოაკვდა, ნელევსს ეწვია და ცოდვათაგან განწმენდა სთხოვა. ნელევსმა იგი არ მიიღო. ჰერაკლემ მოგვიანებით ამოხოცა მისი ყველა ვაჟი ნესტორის გარდა. სწორედ ნესტორი დაეპატრონა ბოლოს პილოსის სამეფო ტახტს.
 
მეფე ნელევსი თავისი მშვენიერი ასულის პეროს ხელს დაჰპირდა მას, ვინც იფიკლე მეფის ველურ ხარებს მიუყვანდა. ეს დავალება დიდი გაჭირვებით შეუსრულა მელამპუსმა თავის ძმას – ბიასს. გმირი მელამპუსი იფიკლემ ბოსელშიც კი ჩაამწყვდია, მაგრამ მელამპუსმა ტყვეობიდან თავი დაიხსნა და ხარებიც გაიტაცა.
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9