A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მიგ მიზ მით მიკ მილ მიმ მინ მირ მის მიტ მიუ

მინიასი

ორქომენოსის მეფე, მინიელთა მამამთავარი, პოსეიდონის ძე, მრავალი გმირის წინაპარი. არგონავტებს სხვაგვარად მინიებსაც უწოდებდნენ, რადგანაც მათი უმეტესობა მინიასის ქალთა შთამომავალი იყო.

მინიასის ქალიშვილების სახელი დიონისეს მითოსს უკავშირდება: დიონისეს დღესასწაულზე ქურუმმა ორქომენოსის მოსახლეობას უხმო. ვინც არ წამოვა დაისჯებაო, უმისნა ყველას. ქურუმის სიტყვა შეისმინა ხალხმა და ზეიმში მონაწილეობის მისაღებად გაემართა. მხოლოდ მინიასის ქალიშვილებმა არ ისურვეს დიონისეს თაყვანისცემა, შინ დარჩნენ და საინტერესო ამბების თხრობით შეიქციეს თავი, თანაც ძაფს რთავდნენ. მოსაღამოვდა. მწვანე ფერი დაედო საქსოვ დაზგებს და ისინი ვაზის ნერგებს დაემსგავსნენ თანდათან. ძაფი ლერწმად იქცა. ქსელიდან ვაზის ყლორტები გადმოეშვა. ჭერი შეირხა. ირგვლივ მძვინვარე მხეცთა ღრიალი გაისმა და ყველაფერი ცეცხლში აალდა. აუტანელ სიმხურვალეს განერიდნენ მინიასის ასულები და სხვენს შეაფარეს თავი. სიბნელეში ვერც კი შენიშნეს, როგორ ეცვალათ იერი. დაპატარავდნენ და მკლავების ნაცვლად გამოსხმული სიფრიფანა ფრთებით დაეკიდნენ ჭერს. ლაპარაკიც აღარ შეეძლოთ. მხოლოდ წრიპინით გამოხატავდნენ ბედის სამდურავს და ვეღარც მზის სხივს უსწორებდნენ თვალს. ისინი შერისხა დიონისემ და ღამურებად გარდასახა. სხვა ვერსიით, დიონისემ გააგიჟა მინიადები, რომლებმაც მძვინვარების წამს დაგლიჯეს

ერთ-ერთი დის შვილი.

ლეგენდა მინიასის ქალიშვილებზე საბერძნეთში დიონისეს კულტის დამკვიდრების ამბებს ასახავს.

წყარო: ბიბლიოვიკი მინიასი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9