A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

პა პე პი პლ პო პრ პს პუ პწ
პია პიე პით პიმ პიო პიჟ პირ პიტ

პითონი

  1. ბერძნ.

    შემზარავი ურჩხული, გეას ნაშობი.

    გავრცელებული მითოსის თანახმად, ზევსს მოეწონა მშვენიერი ლეტო და მასთან სარეცელი გაიზიარა. ეჭვიანმა ჰერამ საშინელი გველი, პითონი, მიუჩინა ფეხმძიმე ქალს. შეძრწუნებულმა ლეტომ სცადა გაქცევა, მაგრამ პითონი ყველგან თან სდევდა. როდესაც მან კუნძულ ორტიგიას მიაღწია, დაიბადა არტემისი. ისევ გაიქცა, გადალახა ვიწრო სრუტე და კუნძულ დელოსზე შვა აპოლონი, რომელმაც სულ მალე მოკლა პითონი. რამდენადაც ეს ურჩხული დედა-ღვთაების, გეას ძე იყო, ზევსმა აპოლონს ურჩია, განწმენდილიყო დაღვრილი სისხლისგან, ხოლო შემდეგ აეგო ტაძარი და დაეარსებინა პითიური ასპარეზობანი. აპოლონმა აღასრულა მამის სურვილი. დაფუძნებისთანავე დელფოს სამისნო და ტაძარი საბერძნეთის უმნიშვნელოვანეს საკულტო ადგილად იქცა.

    ვარაუდობენ, რომ პითონი მიწის უძველესი ღვთაება იყო, რომლის ადგილიც მზის ღმერთმა, აპოლონმა, მოგვიანებით დაიკავა. პითონის თაყვანისცემის კვალი შემორჩა აპოლონის კულტს: დელფოს ტაძარს ზოგჯერ „პითო“-საც უწოდებდნენ, აპოლონის ერთ-ერთი ეპითეტი იყო „პითიოსი“. დელფოს ქურუმ ქალს „პითიად“ უხმობდნენ. გვიანი ხანის მითოგრაფოსების თანახმად, პითონი იყო სიბნელის ღვთაება, რომელიც დაამარცხა სხივოსანმა აპოლონმა. არსებობს ამ მითოსის ეპიკური განმარტებაც, რომელიც ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებას გულისხმობს. პითონი, დღემდე დიდი გველის სახელად შემორჩა.

    წყარო: ბიბლიოვიკი პითონი
  2. წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9