A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ოა ობ ოგ ოდ ოთ ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოტ ოფ ოქ ოჩ ოჯ
ოქრ ოქს

ოქროს საწმისი

ბერძნ.

ოქროს ტყავი იმ სასწაულმოქმედი ვერძისა, რომელსაც ფრიქსოსი და ჰელე კოლხეთში უნდა ჩაეყვანა. ჰელე ევროპისა და აზიის გამყოფ სრუტესთან წყალში ჩავარდა. მას შემდეგ სრუტეს „ჰელესპონტოსი“ ანუ ჰელეს ზღვა დაერქვა. ფრიქსოსი კი ვერძმა აიეტის სამფლობელოში ჩაიყვანა. როგორც ამბობენ, ვერძი მეტყველების უნარითაც იყო დაჯილდოებული. მისი სურვილის თანახმად, ფრიქსოსმა იგი ზევსს შესწირა. ტყავი კი დაკიდეს არესის ჭალაში, მუხის ხეზე და დარაჯად მიუჩინეს მარადფხიზელი დრაკონი. ეს ოქროს საწმისი მეფე აიეტის ძლევამოსილების სიმბოლოდ იქცა. იგი არგონავტებმა მოიტაცეს და საბერძნეთში წაიღეს.

თანამედროვე სამყაროში „ოქროს საწმისი“ სიუხვის, ბედნიერების, ძლევამოსილების გაგებით დამკვიდრდა. ბურგუნდიაში, ავსტრიასა და ესპანეთში არსებობდა უმაღლესი ჯილდო – ოქროს საწმისის ორდენი.

ანტონიმი: ოქროს ვერძი
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.,
, ბიბლიოვიკი ოქროს საწმისი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9