A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ოა ობ ოგ ოდ ოთ ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოტ ოფ ოქ ოჩ ოჯ
ოქრ ოქს

ოქროს ვერძი

ვერძი რომელმაც ფრიქსე და ჰელე იხსნა, ლაპარაკის უნარი ჰქონდა. აპ. როდოსელის სქოლიასტი შემდეგს გადმოგვცემს: „ჰეკატე მილეტელი ამბობს, რომ ვერძს ლაპარაკი შეეძლო. ზოგიერთებს კი ჰგონიათ, ფრიქსე იმ ხომალდზე მიცურავდა, რომელსაც ვერძის ცხვირი ჰქონდა. დიონისე II წიგნში ამბობს, ვერძი (ფრიქსეს აღმზრდელი იყო და მასთან ერთად გადაცურდა კოლხეთში“. სქოლიასტის მიერ მოხსენიებული დიონისე არის I საუკუნის (ქ.წ.) ისტორიკოსი და მითოგრაფი დიონისე სკიტობრახიონი, რომელსაც ლექსიკოგრაფ სვიდას მოწმობით შეუთხზავს 6 წიგნისაგან შემდგარი მოთხრობა „არგონავტიკა“. დიონისეს რაციონალისტური ახსნა, რომ ვერძი ადამიანი იყო, მნიშვნელობას არ უნდა იყოს მოკლებული. პალაიფატოსის მიხედვითაც, ვერძი კრიოსი – ადამიანია. იგი ფრიქსეს მამის ათამასის ხაზინადარი ყოფილა. მან ფრიქსეს აუწყა მამის ბოროტი ზრახვები, ხომალდი განძეულობით დატვირთა და ფრიქსესთან ერთად კოლხეთში გაიქცა.
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9