A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფფ
ფრა ფრე ფრი ფრო ფრუ

ფრიქე

ბერძნ.

ათამასისა და ნეფელეს ვაჟი. ჰელეს ძმა, რომელმაც ოქროს საწმისი ჩაიტანა კოლხეთში.

ძველად, ბეოტიის ქალაქ ორქომენოსის მეფე ათამასს, ღრუბელთა ღვთაება ნეფელესაგან შეეძინა ვაჟი ფრიქსოსი და ასული ჰელე. მოგვიანებით ათამასმა იქორწინა თებელი კადმოსისა და ჰარმონიას ასულ ინოზე, რომლისგანაც ეყოლა ლეარქოსი და მელიკერტესი. დედინაცვალმა შეიძულა ნეფელეს შვილები და მათი დაღუპვა განიზრახა. შთააგონა ორქომენოსელ ქალებს, ქმრებისგან მალულად მოეხალათ დასათესი პურის მარცვალი. ამან მოუსავლიანობა გამოიწვია. მეფე ათამასმა ამბის გასარკვევად დელფოს სამისნოში გაგზავნა ელჩები, რომლებიც ინომ მოისყიდა და ათქმევინა, ღმერთები ფრიქსოსსა და ჰელეს ითხოვენ მსხვერპლადო. მაგრამ ნეფელე ფხიზლად იყო. მისი თხოვნით, ჰერმესმა და-ძმას ოქროს ვერძი უბოძა. ღმერთთა ამ საოცარ ქმნილებას საუბარიც შეეძლო და ფრენაც. მან ბავშვები ზურგზე შეისვა და კოლხეთისაკენ გაფრინდა. როდესაც ვერძი ევროპისა და აზიის გასაყარს მიუახლოვდა, ჰელემ ვერ შეიმაგრა თავი, წყალში ჩავარდა და დაიხრჩო. მას შემდეგ ამ ადგილს ჰელესპონტოსი, ანუ ჰელეს ზღვა ეწოდება. ფრიქსოსმა კი მიაღწია კოლხთა ქვეყანას, რომელსაც მზე-ჰელიოსის ძე აიეტი განაგებდა და იქ დასახლდა. მეფემ მას თავისი ქალიშვილი ქალკიოპე შერთო ცოლად, რომლისგანაც შეეძინა ვაჟიშვილები: არგოსი, მელასი, ფრონტისი და კიტისოროსი. ფრიქსოსმა შეასრულა ვერძის სურვილი: იგი მსხვერპლად შესწირა ზევსს. თავად კი კოლხიდაში დასახლდა და ღრმა სიბერემდე იცოცხლა.

სინონიმი: ფრიქსოსი
წყარო: ბიბლიოვიკი ფრიქსოსი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9