ინგლ. impeachment, to empeach - გაკიცხვა, ბრალდება რიგი ქვეყნების კონსტიტუციური კანონმდებლობით გათვალისწინებული უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემის, კონსტიტუციის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენის ბრალდებით მათი საქმეების პარლამენტში სასამართლო განხილვის განსაკუთრებული წესი - პროცედურა. ი. გათვალისწინებულია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობით. მაგალითად შეიძლება გამოდგეს ი-ის საფრთხე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ რ. ნიქსონს ემუქრებოდა. 1974 წელს იგი ე. წ. „უოთერგეითის საქმის“ გამო თანამდებობიდან გადადგა. ი-ს პროცედურა გათვალისწინებულია საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით.
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]