A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰეგ ჰედ ჰეკ ჰელ ჰემ ჰერ ჰეს ჰეტ ჰეფ ჰექ ჰეჯ

ჰესიოდე

ბერძნ.

ძველი ბერძენი პოეტი (დაახლ. ძვ.წ. VIII ს-ის მეორე ნახევარი და VII ს-ის პირველ ნახევარი ). ენციკლოპედიებსა თუ ანტიკური ლიტერატურის სახელმძღვანელოებში ხშირად მითითებულია, რომ ჰესიოდე ჰომეროსის შემდეგ ცხოვრობდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კლასიკოსთა ნაწილი საპირისპირო შეხედულებისაა. სავსებით მოსალოდნელია, ერთი პოეტის მოღვაწეობის ბოლო პერიოდი მეორის მოღვაწეობის საწყის ეტაპს დამთხვეოდა. მართლაც, თავად ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ ჰომეროსი და ჰესიოდე არა მარტო თანამედროვენი იყვნენ, არამედ ერთხელ ერთმანეთს გაეჯიბრნენ კიდეც პოეტურ აგონში, რომელიც — მიუხედავად იმისა, მას ლეგენდარულად მივიჩნევთ თუ ისტორილად — პირველი ლიტერატურული კონკურსია ევროპული მხატვრული სიტყვის ისტორიაში.

ჰესიოდეს ცხოვრების შესახებ წარმოდგენას ძირითადად მისსავე პოემებში გაბნეული ავტობიოგრაფიული ჩანართების მეშვეობით ვიქმნით. ამას მოგვიანო ხანის ცნობებიც ემატება. კერძოდ, ვიგებთ, რომ ჰესიოდეს მამა ეოლიელი ვაჭარი ყოფილა, ქალაქ კიმედან. ხელმოკლეობის გამო იგი იძულებული გახდა, ეოლია დაეტოვებინა და კონტინენტურ საბერძნეთში დაბრუნებულიყო, სადაც ბეოტიაში მდებარე პოლისის, თესპიის მახლობლად ქალაქ საკრაში დასახლდა. სავარაუდოდ სწორედ აქ, ჰელიკონის მთაზე გაშენებულ ამ პატარა ქალაქში დაიბადა პოეტი. მშობლიურ ქალაქს ჰესიოდე უარყოფითად ახასიათებს თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში: „ზამთარში გაუსაძლისია აქ ყოფნა, ზაფხულში — აუტანელი, არასდროს არ არის საამო“ (ჰესიოდე, „სამუშაონი და დღენი“, 640). მამის გარდაცვალების შემდეგ ჰესიოდემ და მისმა ძმა პერსესმა დანატოვარი მემკვიდრეობა გაიყვეს. როგორც ჩანს, პერსესმა მოახერხა ქონების მეტი წილი თავად ეგდო ხელთ.ცალკე დასახლებულმა ჰესიოდემ უბრალო გლეხის, მწყემსისა და პოეტის ცხოვრებით განვლო წუთისოფელი.

ჩვენამდე მოაღწია ჰესიოდეს ორმა ეპიკურმა პოემამ („თეოგონია“ და „სამუშაონი და დღენი“) და არაერთმა ფრაგმენტმა. შესაძლოა მასვე ეკუთვნოდეს პოემები „ქალთა კატალოგი“ და „ჰერაკლეს ფარი“. „თეოგონია“ მთლიანი თუ ფრაგმენტული სახით ოცდაათზე მეტმა პაპირუსმა და შუა საუკუნეებით ან რენესანსის ეპოქით დათარიღებულმა სამოცდაათიოდე ხელნაწერმა შემოგვინახა. პოემა მოგვითხრობს ძველი ბერძნული პანთეონის წევრთა სხვადასხვა მითოლოგიურ არსებათა წარმოშობის შესახებ. მრავალი მათგანი ბუნების ამა თუ იმ მოვლენის უბრალო პერსონიფიკაციაა. ამასთანავე, „თეოგონიაში“ გადმოცემულია მითიური ისტორია, თუ როგორ იქცა ძველი ბერძნული წარმოდგენით თავდაპირველად არსებული და ქაოსად წოდებული უკიდეგანო, ცარიელი სივრცე ოლიმპოსელი ზევსის მიერ გარკვეულ წესრიგსა და იერარქიას დამორჩილებულ მრავალფეროვან სამყაროდ. მითიურ ამბებს პოეტი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გვიყვება. პირობითად პოემა შესაძლოა შემდეგ ეპიზოდებად დაიყოს:

1 — შესავალი: (სტრიქონები 1 — 115). შესავალში პოეტი ხოტბას ასხამს მუზებს და სთხოვს მათ, მოუთხრონ სამყაროსა და ღმერთთა დაბადების შესახებ.
2 — სამყაროსა და ზევსზე ადრე არსებულ ღმერთთა შობა (სტრიქონები 116 — 452). ამ მონაკვეთში პოეტი შედარებით მეტ ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე მითზე. ესენია მითები კრონოსის მიერ ურანოსის კასტრაციის, აფროდიტეს დაბადების, სტიქსის და ჰეკატეს შესახებ.
3 — ზევსის დაბადება და უკვდავთა მეუფედ გახდომა (სტრიქონები 453 — 885). წინამდებარე მონაკვეთში თხრობის მთავარ ხაზს ავსებს ზევსისა და პრომეთეს, პანდორას, ტიტანომაქიის, ოლიმპოსელ ღმერთთა ტიფოევსის წინააღმდეგ ბრძოლის მითები და ტარტაროსის აღწერა.
4 — ზევსისა და სხვა ღმერთების გამიჯნურება ქალღმერთებთან (სტრიქონები 886 — 964).
5 — ქალღმერთთა გამიჯნურება მოკვდავ კაცებთან სტრიქონები (965 — 1020).
6 — ახალი პოემის, „ქალთა კატალოგის“ დასაწყისი (სტრიქონები 1021 — 1022). პოემა გადმოგვცემდა ღმერთთა მოკვდავ ქალებთან გამიჯნურების და მათი კავშირის შედეგად შობილი ნახევარღმერთების ისტორიას.
 
მოთხრობა სამყაროს და ღმერთების წარმოშობის შესახებ პირველად ჰესიოდემ ჩამოაყალიბა „თეოგონიაში“. აპ. როდოსელი აქ ნაწილობრივ ჰესიოდეს იყენებს.
წყარო: ვიკიპედია ჰესიოდე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9